ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთი ხორვატიასთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს


გუშინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეების წინააღმდეგ ოპერაციის მეორე ფაზას 7 ოქტომბერს დაიწყებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ის შეეცდება უნგრეთის მთავრობის ინიციატივისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ხორვატიასთან საზღვრიდან მიგრანტების ნაკადის შეჩერებაა, მისი თქმით მოსალოდნელია უნგრეთმა საზღვარი ჩაკეტოს, როგორც ეს სერბეთთან გააკეთა.

ორბანმა ეს განცხადება დღეს ვენაში, ავსტრიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან ასევე დადო პირობა, რომ უნგრეთის გადაწყვეტილებები გამჭვირვალე იქნება.

ორბანმა მიგრანტების პრობლემასთან გამკლავების ძალისხმევისთვის სერბეთის მთავრობა შეაქო, მაგრამ ეჭვები გამოთქვა, რომ იგივე მოლოდინები არ აქვს ხორვატიის მთავრობისგან.

გუშინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეების წინააღმდეგ ოპერაციის მეორე ფაზას 7 ოქტომბერს დაიწყებს.

ოთხშაბათს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ლტოლვილთა ბანაკებისთვის 1.1 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.

XS
SM
MD
LG