ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი კვოტირებაზე საუბრობს


მიგრანატი ოჯახი ხორვატია-უნგრეთის საზღვარზე, 24 სექტემბერი, 2015
მიგრანატი ოჯახი ხორვატია-უნგრეთის საზღვარზე, 24 სექტემბერი, 2015

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის 16 გუბერნატორს მიმართა და განაცხადა, რომ კვოტირების სისტემა ევროკავშირის ერთიანობის ნიშანია. კვოტირების თანახმად, 28 წევრიანმა ეკონომიკურმა ბლოკმა 120 ათასი მიგრანტი თავშესაფარით უნდა უზრუნველყოს. მერკელმა დასძინა, რომ კვოტირება მხოლოდ პირველი ნაბიჯია ლტოლვილების კრიზისის გადასაჭრელად.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპას ჯერ ისევ ბევრი აქვს გასაკეთებელი სიტუაციასთან თავის გასართმევად. თუმცა, დასძინა, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამერიკის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დახმარებით იქნება შესაძლებელი.

გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტეს იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც სირიიდან ლტოლვილებსთავშესაფარს აძლევენ.ლიბანში, იორდანიასა და თურქეთში მილიონობით სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს დევნილთა ბანაკებში.

XS
SM
MD
LG