ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთს მიგრანტებისა და ლტოლვილების გარჩევა სურს


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგორჟ შეტინა ამბობს, რომ ლტოლვილებთან დაკავშირებულ მიმდინარე კრიზისთან გასამკლავებლად ევროპას ერთიანი გეგმა სჭირდება და არა ცალკეულ ქვეყნებზე თავსმოხვეული კვოტები, რომელიც ქვეყანას მიგრანტების დადგენილი რაოდენობის მიღებას ავალდებულებს.

შეტინას მოსაზრება გაზეთ „პოლიტიკო იუროპ“-ის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი საზღვრის დაკეტვა და მიმღები პუნქტების მოწყობაა, რათა ნამდვილი ლტოლვილები ეკონომიკური მიგრანტებისგან განასხვავონ.

მისივე თქმით, პოლონეთი ლტოლვილების მიღების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ევროკავშირისთვის შეთავაზებული, 120 ათასი ადამიანის გადანაწილების გეგმა პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის. შეტინამ თქვა, რომ საჭიროა ფართო გეგმა, რომელიც მასობრივი ემიგრაციის როგორც მიზეზებს, ასევე სიმპტომებსაც გაუმკლავდება. მან აღნიშნა, რომ ევროპას სჭირდება სწორი ბალანსის პოვნა, რომ გაჭირვებულებსაც დაეხმარონ და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებიც უზრუნველჰყონ.

XS
SM
MD
LG