ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი მინსკის მიერ თვითმფრინავის "გატაცებას" გმობს


ევროპელი ლიდერები, ორშაბათს ბელარუსის საჰაერო სივრცის ჩაკეტვით და ტრანსპორტის შეზღუდვით დაიმუქრენ, მას შემდეგ რაც „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავი ბელარუსმა, მისი საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, იძულებით დასვა მინსკში. დასავლეთის ქვეყნებმა მომხდარი დაგმეს, როგორც „სახელმწიფო მეკობრეობა“.

დასავლეთის შეშფოთება და მკაცრი დაგმობა ბელარუსის მიერ ათენიდან ვილნიუსში მიმავალი თვითმფრინავის მინსკში, სავარაუდოდ, სამხედრო ესკორტით დასმას და დისიდენტი ჟურნალისტის დაკავებას მოჰყვა.

ქვეყნები მინსკს მოუწოდებენ 26 წლის რომან პროტასევიჩის გათავისუფლებისკენ. პროტასევიჩი ბელარუსში, ერთ-ერთი იშვიათი დამოუკიდებელი მედია გამოცემის ჟურნალისტია.

„ეს საავიაციო მეკობრეობაა, სახელმწიფოს მხარდაჭერილი“, - განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიმონ კოვენეიმ. მისი განცხადება ასახავს ევროპის სხვა ლიდერების მიერ გაკეთებულ შეფასებას. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ეს „საშიში, უგუნური“ საქციელი იყო და რომ „ევროკავშირი ზომებს მიიღებს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მათ მოითხოვეს „საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციის ორგანიზაციისგან“ შეწყვიტოს საერთაშორისო ფრენები ბელარუსის საჰაერო სივრცეში და განიხილება აუკრძალონ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიას „ბელავიას“, ევროპული აეროპორტების გამოყენება. ევროპული ქვეყნები ასევე განიხილავენ, ჯერჯერობით უცნობ ზომებს საგზაო ტრანსპორტის შეზღუდვის კუთხითაც.

ლატვიის ავიახაზები „ეარბალტიკი“ პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ აღარ გამოიყენებენ, ბელარუსის საჰაერო სივრცეს ფრენებისთვის. ლიტვის ტრანსპორტის მინისტრმა, მარიუს სკოუდისმა თქვა, რომ პოლონური „ლოტი“ და უნგრული „ვიზეარი“ ასევე მოიქცევიან და აღნიშნა, რომ შუაღამიდან დაწყებული ლიტვის აეროპორტისკენ მიმავალი და იქიდან გაფრენილი რეისები ბელარუსის ავიასივრცეს გვერდს აუვლიან.

რა შედეგი ექნება ამ ნაბიჯებს უცნობია. მონრეალში დაფუძნებულ "სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას" რეგულატორის ფუნქცია არ გააჩნია, ხოლო ევროკავშირს არ შეუძლია ბელარუსის საჰაერო სივრცის გაკონტროლება. ევროკავშირის სანქციების წინა რაუნდს კი ბელარუსის ლიდერის მხრიდან ოპოზიციაზე ზეწოლისთვის ხელი არ შეუშლია.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ახლა განიხილავენ თუ როგორ უპასუხონ მომხდარს. ლიტვის პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ ვილნიუსი მოუწოდებს პარტნიორებს გააუქმონ საერთაშორისო ფრენები ბელარუსის ავიასივრცეში.

ბელარუსმა განაცხადა, რომ ისინი პასუხობდნენ ბომბის საფრთხეს და სწორედ ამიტომ მოუწოდეს თვითმფრინავს მინსკში დაშვებისკენ. თუმცა ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა. სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ გადაწვეტილება თავად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო.

რუსეთმა, რომელიც ლუკაშენკოს უსაფრთხოების, დიპლომატიურ და ფინანსურ დახმარებას უწევს, დასავლეთს ბრალი დასდო პირფერობაში და 2013 წლის შემთხვევა გაიხსენა, როცა მოსკოვიდან გაფრენილი, ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავსტრიაში დასვეს შეერთებული შტატების მოთხოვნით, იმ ცნობებიდან გამომდინარე, რომ ბორტზე სადაზვერვო ინფორმაციის გამცემი, ვაშინგტონის მიერ ძებნილი ედუარდ სნოუდენი იმყოფებოდა.

სანქციები ბელარუსს

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო ტალღის ჩახშობის და ოპოზიციის დევნის გამო, მინსკს ფინანსური სანქციების რამდენიმე წყება უკვე დაუწესეს. თუმცა ამ სანქციებს ლუკაშენკოს ქცევაზე გავლენა არ ქონია.

ლუკაშენკო არჩევნების გაყალბებას უარყოფს. მან ათასობით ოპონენტი და დემონსტრანტი დააკავა საპროტესტო ტალღის ფონზე. ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობა კი დაკავებული ან ქვეყნიდან წასულია.

ბელარუსის საჰაერო სივრცეზე ბევრი მნიშვნელოვანი საჰაერო გზა გადის, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც გაეროს სააგენტოა აღნიშნულზე განაცხადა, რომ ისინი „ძალზედ შეშფოთებულნი“ არიან და რომ ინციდენტი შესაძლოა არღვევდეს 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციას გლობალური ავიაციის შესახებ.

ბელარუსის საჰაერო სივრცის არიდება ავიაკომპანიებს ფული და დრო დაუჯდებათ. ამიტომ, ჯერჯერობით უცნობია შეუერთდებიან თუ არა ბელარუსის მეზობელ ქვეყნებს, ევროპის სხვა სახელმწიფოები. ჰოლანდიურმა „კა-ელ-ემმა“ განაცხადა, რომ მათ რისკები შეისწავლეს და ამ დრომდე არ ცვლიან საკუთარ საჰაერო პრაქტიკას.

„ჩვენ ისევე, როგორც სხვა ევროპული ავიახაზები, ველოდები ევროპული ორგანოების და ნატოს რეკომენდაციებს“, - განაცხადა „რაინეარის“ ხელმძღვანელმა, მაიკლ ო’ლირიმ. მან მომხდარი შეაფასა, როგორც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი გატაცება.

მან აღნიშნა, რომ ფიქრობს, ბორტზე უსაფრთხოების აგენტები იმყოფებოდნენ და ისინი მინსკში დარჩნენ. ეს გულისხმობს, რომ ოპერაცია საბერძნეთში ადგილზე მყოფი ჯაშუშების გამოყენებით იქნა ჩატარებული.

მინსკისა და მოსკოვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გათვალისწინებით, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილმა ივარაუდა, რომ მომხდარში რუსეთსაც ჰქონდა როლი.

რადოსლავ სიკორსკიმ, პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ახლა ევროპარლამენტის წევრმა, „ტვიტერზე“ დაწერა“: „თუ აღმოჩნდა, რომ კა-გე-ბეს აგენტები, რომლებიც „რაინეარის“ თვითმფრინავში ჩასხდნენ, რომელიც მინსკისკენ გაიტაცეს რუსები არიან, მაშინ რუსი პერსონალი და რუსული აქტივებიც უნდა იყოს სანქცირებული“. მან მოუწოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის შეჩერებისკენ, რომლის მიზანიც რუსული გაზის, გერმანიისთვის მიწოდებაა.

ევროკავშირი უკვე მუშაობდა, ბელარუსისთვის სანქციების მეოთხე წყების დაწესებაზე. წინა სანქციები მხოლოდ ოფიციალურ პირებს მოიცავდა, რომელთაც ევროპასა და შეერთებულ შტატებში მოგზაურობა და ბიზნეს-საქმიანობა აეკრძალათ.

ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება დაკავებული ჟურნალისტი. ვილნიუსის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ პროტასევიჩთან ერთად მათი სტუდენტი, 23 წლის სოფია საპეგა მგზავრობდა და ისიც დაკავებულია. მას შემდეგ რაც პროტასევიჩი დააკავეს, „რაინეირის“ რეისს ნომერ 4978 ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მისცეს.

ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ვილნიუსში დაჯდა, თქვა, რომ როცა პილოტმა მგზავრებს მინსკში დაჯდომის შესახებ აცნობა, პროტასევიჩი წამოდგა, მიხვდა რა რომ ეს მას უკავშირდებოდა და მისი კომპიუტერი და ტელეფონი მის თანამგზავრს გადასცა. კიდევ ერთმა მგზავრმა თქვა, რომ პროტასევიჩი „ძალზედ შეშინებული“ იყო.

პროტასევიჩი, „ტელეგრამის“ სოციალურ ქსელში, „ნექსტა ლაივ“-ის ადმინისტრატორია, რომელიც დემონსტრაციებს აშუქებდა. ის და მისი კოლეგა სტიაპან პუცილა ქვეყნიდან გასულ წელს წავიდნენ, შიშით, რომ მათ დააკავებდნენ, მას შემდეგ რაც მათი არხი მინსკმა „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2020 წლის ნოემბერში, ბელარუსში მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მასობრივი არეულობის გამოწვევის და სოციალური წესრიგის შერყევის ბრალდებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG