ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთსა და ბელარუსს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება


კოვიდ-19-ის პანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერებული სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და ბელარუსს შორის აღდგება. ინფორაციას რუსეთის რკინიგზა ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორშაბათს, დღის ბოლო მატარებელი ბელარუსიდან მოსკოვის მიმართულებით დაიწყებს სვლას. ლოკომოტივი მოსკოვში კი სამშაბათს დილით შევა. რაც შეეხება უკანა მიმართულებას, განცხადებით ირკვევა, რომ მატარებელი მოსკოვს სამშაბათს საღამოს გავა, ის გაივლის სლომენსკს და ვიაზმაშს, ოთხშაბათს დილით კი მინსკში ჩავა.

რუსეთის რკინიგზის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება ყველა ის სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს ერთმანეთთან აკავშირებს.

რუსეთის რკინიგზის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გასულ კვირას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთსა და ბელარუსს შორის როგორც საკრინიგზო, ასევე საჰაერო მიმოსვლა აღდგებოდა.

ბელარუს შორის კვირაში 5 პირდაპირი ფრენა განხორციელდება. კრემლის გადაწყვეტილებით, ფრენები აღდგება ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებითაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG