ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუს ჟურნალისტს ოპოზიციის ლიდერთან ინტერვიუსთვის ბრალდება ემუქრება


შესაძლოა ბელარუსში ჟურნალისტს სისხლის სამართლის ბრალი წაუყენონ იმის გამო, რომ მის მედია საშუალებაში ოპოზიციის ლიდერ სვიატლანა ციხანუსკაისთან ინტერვიუ გამოქვეყნდა.

22 აპრილს, ჟურნალისტების ბელარუსულმა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ დასავლეთ ბელარუსის ქალაქ ბარანოვიჩის დამოუკიდებელი “ინტექს-პრეს” გაზეთის მთავარი რედაქტორი ულაძიმერ იანუკევიჩი, ინტერვიუს გამოადგილობრივ პოლიციაში 4.5 საათის განმავლობაში დაკითხეს.

ასოციაციის თანახმად, 21 აპრილს ჩატარებული დაკითხვის დროს, იანუკევიჩს მედიაში და ინტერნეტზე “აკრძალული” ინფორმაციის გავრცელების კანონის დარღვევისთვის, ორი ადმინისტრაციული ბრალი წარუდგინეს.

იანუკევიჩს ასევე უთხრეს, რომ შესაძლოა “ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების დარღვევისკენ მიმართული ქმედებების მოწოდებისთვის”, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც წამოიწყონ.

პოლიციაში მოწმის სტატუსით დასაკითხად, ციხანუსკაიასთან ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი ლიუდმილა სციაცკოც დაიბარეს.

ინტერვიუ “ინტექს-პრესმა” 14 აპრილს გამოაქვეყნა.

იანუკევიჩმა ჟურნალისტთა ასოციაციას უთხრა, რომ ის და მისი კოლეგები ამ ვითარებას “სიტყვის თავისუფლებაზე წნეხად” აღიქვამენ.

“ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მკითხველების ინტერესებს და ინფორმაციის მიღების მათ უფლებას... არ გვესმის ინტერვიუს რომელმა სიტყვებმა დარღვია მოქმედი კანონები, პოლიციამ ამის ახსნა ვერ შეძლო. როგორც ჩანს საქმე არა შინაარსში, არამედ თვითონ იმ ფაქტშია, რომ ციხანოუსკაიას ინტერვიუჩამოვართვით და ბრალდებები ამან გამოიწვია”, თქვა იანუკევიჩმა.

ციხანოუსკაია ამჟმად ლიტვაშია, სადაც უსაფრთხოების გამო იმ დროს გადავიდა, როდესაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელი უმაგალითო გამოსვლეი მიმდინარეობდა. არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკოს მიაკუთვნეს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სულ 1800 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ აჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ციხანოუსკაია იყო.

ციხანუსკაიას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მას ბრალდება საარჩევნო ოფიციალური პირებისთვის ხელის შეშლა, მასობრივი პროტესტების ორგანიზება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ის და მისი მომხრეები ბრალს უარყოფენ და ამბობენ, რომ ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებაზე უარი თქვეს.

გასულ კვირაში, ბელარუსმა კანონმდებლებმა მეორე წაკითხვით დაამტკიცეს საკანონმდებლო შესწორებები, რომელიც ინფორმაციის თავისუფალ მოძრაობას მკაცრად ზღუდავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG