ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანუსკაია პოლიტპატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია პოლიტპატიმრებს, შიმშიბლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

14 მარტს, „იუთუბზე“ განთავსებულ ვიდეოგანცხადებაში, ციხანუსკაია პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ იჰარ ლოსიკს, მუსიკოს იჰარ ბანცერს და აქტივისტ დმიტრი ფურმანაუს მიმართავს და ეუბნება, რომ ბელარუსს არ შეუძლია მათი დაკარგვა გარისკოს.

ციხანუსკაია აცხადებს, რომ „მცდელბას არ აკლებს, გათავისუფლდეს ასობით უდანაშაული ბელარუსი, რომელიც უკანონოდაა დაკავებული.“

მისი თქმით, გასულ კვირაში ის კვლავ შეხვდა ოფიციალურ ევროპელ პირებს და მათ ბელარუსი სოფიციალური პირების წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწესება სთხოვა.

„რადიო თავისუფლების“ ახალი მედია-ტექნოლოგიების კონსულტანტმა, 11 მარტს, მის წინააღმდეგ ახალი ბრალის წაყენების შემდეგ, გამომძიებლისა და ადვოკატის წინაშე ვენების გადაჭრა სცადა. ამის შემდეგ მან შიმშილობა განაახლა.

სამართალდამცავების მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული თავდაპირველი ბრალი, ვიდეობლოგის გამოყენებით აჯანყების ორგანიზებაში დახმარებას გულისხმობს.

28 წლის ბლოგერს ორი მცირეწცლოვანი შვილის ჰყავს. მის წინააღმდეგ ახალი ბრალის წაყენებსი შემდეგ, „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ მოუწოდა ლუკაშენკოს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის.

„ჟურნალისტობა კრიმინალი არ არის და ის უსამართლოდ დააკავეს. ის და მისი ოჯახი ასე არ უნდა იტანჯებოდნენ“ - აცხადებს ფლაი.

კიდევ ერთმა დაკავებულმა, მუსიკოსმა იჰარ ბანცერმა მშრალი შიმშილობა 3 მარტს გამოაცხადა. იგი 2020 წლის 20 ოქტომბერს დააკავეს „ხულიგნობის“ ბრალდებით. მანამდე მან, ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობისთვის, ადმინისტრაციული სასჯელი სამჯერ მოიხადა.

დმიტრი ფურმანოვი სამართალდამცველებმა შარშან, 29 მაისს დააკავეს ქალაქ გროდნოში, სვიატლანა ციხანოუსკაიას მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების დროს. მას ბრალად ედება საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა. ფურმანოვმა საპატიმროში არსებული არაადამიანური პირობების გამო შიმშილობა 11 მარტს დაიწყო.

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, უკვე მეექვსედ, ალიაქსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მის გარემოცვას ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG