ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაციონალისტური და სეპარატისტული რიტორიკა ბოსნიას დაშლის საფრთხეს უქმნის - ბორელი


ჯოზეფ ბორელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
ჯოზეფ ბორელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, აცხადებს, რომ მიმდინარე დაძაბულობა ბოსნია და ჰერცეგოვინის მთლიანობას საფრთხეს უქმნის.

„ბოსნია და ჰერცეგოვინაში მზარდი ნაციონალისტური და სეპარატისტული რიტორიკა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და მთლიანობასაც კი“ - აცხადებს ჯოზეფ ბორელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბალკანეთის ქვეყნებში არსებული დაძაბულობიდან გამოსავლის ძიების მიზნით, ბრიუსელში შეხვედრა გამართეს.

ბორელი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება კრიტიკულია და „მინისტრებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის ნაწილებად დაშლის პრევენციისთვის.“

გასულ თვეში, აშშ-მა ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა. წლების განმავლობაში, დოდიკი მხარს უჭერდა სერბების მიერ მართული ნაწილის ქვეყნიდან გამოყოფას და მეზობელ სერბეთთან შეერთებას.

შეერთებულმა შტატებმა დოდიკი "კორუფციულ საქმიანობაში" დაადანაშაულა, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და ძირს უთხრის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებას. დოდიკი ამბობს, რომ მას და ბოსნიელ სერბებს უსამართლოდ ადანაშაულებენ. მას უსამართლოდ მიაჩნია კორფუციაში მისი დადანაშაულებაც.

1995 წელს მიღწეულმა შეთანხმებამ, ბოსნიაში დაასრულა ომი, რომელმაც 100 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით კი უსახლკაროდ დატოვა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG