ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის დედოფალს კორონავირუსი დაუდასტურდა


დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას გაციების მსგავსი, მსუბუქი სიმპტომები აქვს. ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ დიაგნოზის მოუხედავად, დედოფალი მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

დედოფალი ელისაბედ მეორე ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანია, რაც ქვეყანას მართავს. ის უკვე 70 წელია, რაც ბრიტანეთის მონარქია და ამ ტიტულს ატარებს 1952 წლის 6 თბერვლიდან, მას შემდეგ, რაც მამამისი, მეფე ჯორჯ მე-6 გარდაიცვალა. დედოფალი 21 აპრილს 96 წლის გახდება.

ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ 95 წლის დედოფალი ელისაბედი თავს კარგად გრძნობს, ამიტომაც, გამოჯანმრთელებამდე უინძორის სასახლეში შედარებით მსუბუქ მოვალეობებს შეასრულებს. დედოფალი კოვიდ-19-ზე აცრილია და მას ბუსტერ-დოზაც გაკეთებული აქვს.

"ის განაგრძნობს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ყოფნას და ყველა საჭირო მითითების მიხედვით მოიქცევა",- წერია სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედოფლის უფროსმა შვილმა, 73 წლის პრინც ჩარლზმა და მისი 74 წლის მეუღლე კამილამ, კორონავირუსი თვის დასაწყისში გადაიტანეს. ახლა ისინი კარგად არიან და თავიანთ მოვალეობებს დაუბრუნდნენ. კოვიდი დაფიქსრიდა უინძორის სასახლეში მომუშავეთა შორისაც, სადაც ახლა დედოფალი იმყოფება.

XS
SM
MD
LG