ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუკუნეს მიტანებული პრინცი გარდაიცვალა 


99 წლისა და 10 თვის ასაკში დიდი ბრიტანეთის პრინცი, ელისაბედ მეორის მეუღლე და ედინბურგის ჰერცოგი გარდაიცვალა. პრინცი ფილიპე ივნისში 100 წლის გახდებოდა. 2021 წლის 9 აპრილს გამთენიისას, მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.

პრინცი ფილიპ მაუნტბატენი საბერძნეთის მეფის, გეორგ პირველის შვილიშვილი იყო და ის საბერძნეთში კორგუში დაიბადა. პრინცის მამა ანდრეას მაუნთბატენი იყო, დედა კი ალისა ბატენბერგელი. ფილიპე 1947 წლამდე მართლმადიდებელი იყო, შემდეგ კი ანგლიკანური ეკლესიის წევრი გახდა. პრინცმა ფილიპემ სწორედ იმ წელს იქორწინა ელისაბედ მეორეზე.

პრინც ფილიპეს და ელისაბედ მეორის ქორწილი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00

74-წლიანი თანაცხოვრების დროს, პრინც ფილიპესა და დიდი ბრიტანეთის დედოფალს 4 შვილი შეეძინათ, პრინცი ჩარლზი უელსის პრინცი, ანა სამეფო პრინცესა, ენდრიუ იორკის ჰერცოგი და ეუარდი - უესექსს ერლი.

პრინცი სიცოცხლეში ბრიტანეთის 15 პრემიერ-მინისტრს მოესწრო. მან სამეფო ოჯახში ადგილი უინსტონ ჩერჩილის დროს დაიკავა. დღეს კი, პრემიერმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პრინცის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებიდან მალევე საზოგადოებას მიმართა და პრინცის და სამეფო ოჯახის შესახებ ვრცლად ისაუბრა. ჯონსონმა თქვა, რომ პრინცი ფილიპე ყველაზე დიდხანს ემსახურა სამშობლოს.

"პრინცმა ფილიპემ მოწონება დაიმსახურა თაობებში, სამეფოსა და მთელს მსოფლიოში. ის იყო ისტორიაში ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი, ვინც მეორე მსოფლიო ომში მსახურობდა და გადარჩა. ის იყო ნამდვილი ვაჟკაცი, ამბობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.


პრემიერმა ამავე გამოსვლაში თქვა, რომ პრინცი ფილიპე დიდ როლს ასრულებდა სამეფო ოჯახის საქმიანობაში.

"პრინცი ფილიპე ისტორიაში დარჩება, როგორც დიდებული ადამიანი. მას მოუწია რთული გზის გავლა ოჯახის უფროსობასა და ტრადიციულ მამაკაცს შორის. ის ძლიერ ეხმარებოდა დედოფალს და სულ მის გვერდით იყო"- ამბობს სამეფო ოჯახის პრესცენტრის წარმომადგენელი კლაუდია ჯოზეფი.

მან სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს თქვა, რომ პრინცის გარდაცვალება დიდი ბრიტანეთის დედოფალზე სერიოზულ გავლენას იქონიებს.

"მე ვფიქრობ, რომ დედოფალზე მისი გარდაცვალება დიდ გავლენას მოახდენს. ელისაბედ მეორისთვის რთული იქნებოდა ამ გზის გავლა პრინც ფილიპეს გარეშე. ადამიანის რომელიც მას აღმერთებდა, მხარს უჭერდა და მუდამ მის გვერდზე იყო" - ამბობს სამეფო ოჯახის კომენტატორი.


პრინცის და დედოფლის ურთიერთობაზე ბრიტანელები არაერთ ამბავს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა ძლიერი იყო. გამოცემა "სანის" ფოტოგრაფი სამეფო ოჯახში არტურ ედვარდსი ამბობს, რომ დედოფალსა და პრინცს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ედვარდსის თქმით, ის წესიერი და დინჯი ადამიანი იყო.

"წლების განმავლობაში ვუყურებდი როგორ მიჰყვებოდა დედოფალს უკან. დინჯად, სამი ნაბიჯის დაშორებით. ვუყურებდი როგორ ესაუბრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერის პირველ ლედის, მაშინ როცა დედოფალი მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ეს მისთვის ძალიან რთული იქნებოდა, ის ხომ მანამდე საზღვაო ფლოტს ხელმძღვანელობდა და წლების წინ მთელი ეკიპაჟი გადაარჩინა. ის გმირი იყო. ის იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და სირთულის მიუხედავად, დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდა," ამბობს ფოტოგრაფი ედვარდსი.

1921-2021 - პრინცი ფილიპე გარდაიცვალა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

დიდ ბრიტანეთში დღეს დილიდან პრინც ფილიპს გლოვობენ. ბუკინგემის სასახლესთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. მოქალაქეებს სასახლესთან ყვავილები მიაქვთ და ასე გამოხატავენ პრინცისადმი სიყვარულს და დედოფლისადმი სამძიმარს. "მადლობა ფილიპ", ამბობენ ბრიტანელები. ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

პრინცი ფილიპე 2020 წლიდან მოყოლებული ხშირად გრძნობდა თავს ცუდად. როგორც ექიმები ამბობდნენ, მას გულის პრობლემები ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG