ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედოფალი ელისაბედი სამეფო სკანდალის გაკონტროლებას ცდილობს


გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედი და მისი ოჯახის წევრები, ტახტის მემკვიდრეების ჩათვლით, სასექსის ჰერცოგს პრინც ჰარისა და მის მეუღლეს მეგან მერკლს ხვდებიან.

დედოფალმა წყვილთან შეხვედრა და საოჯახო თათბირის მოწყობა მას შემდეგ ისურვა, რაც ჰარის და მეგანის გადაწყვეტილებამ ოჯახში კრიზისი გამოიწვია. მათ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ სამეფო მოვალეობებზე უარს ამბობენ. შეხვედრას ჰარის მამა, უფლისწული ჩარლზი და ძმა, უილიამი დაესწრებიან. შეხვედრა აღმოსავლეთ ინგლისში, დედოფლის სანდრინგჰემის რეზიდენციაში დაიმართება.

35 წლის ჰარისა და 38 წლის მეგანის განცხადებამ უინძორების ოჯახში უთანხმოებები გააღვივა. წყვილის თქმით, მათ სურთ „ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ“ და სამეფო ცხოვრებას დროებით ჩამოშორდნენ. მათ ჩრდილოეთ ამერიკაში მეტი დროის გატარება სურთ.

სამეფო წყვილის განცხადება, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დედოფალთან შეთანხმებული არ იყო. გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა მათ სთხოვა, შემდეგი განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავი შეეკავებინათ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ დასრულება სამეფო ოჯახის სკანდალი, რომელმაც არამარტო ბრიტანული, არამედ მთელი მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. მომხდარს ჟურნალისტებმა "მეგზიტიც" კი უწოდეს, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცესთან "ბრექსიტთან" ასოციაციით.

სამეფო ოჯახის შიდა უთანხმოებების და განხილვების შესახებ ინფორმაცია იშვიათად ვრცელდება. სწორედ ამიტომ, უკანასკნელმა განცხადებამ, საზოგადოების ინტერესი გაამძაფრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG