ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრინცი ჰარი პრინც ფილიპის დაკრძალვას დაესწრება


პრინცი ჰარი ბრიტანეთშია. მეუღლესთან ერთად მიცემული სკანდუალური ინეტრვიუს შემდეგ, რომელმაც სამეფო ოჯახის ათწლეულის უდიდეს სკანდალში გახვია, ჰარი ბაბუის, პირნც ფილიპის დაკრძალვას მეუღლის გარეშე დაესწრება.

პრინცი ფილიპი, დედოფალ ელისაბედ მეორეს მეუღლე პარასკევს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰარი ლონდონში, ლოს ანჯელესიდან კვირას დაბრუნდა. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, პრინცის დაკრძალვის ცერემონიას ჰარის მეუღლე მეგანი საკუთარი ექიმის რჩევით არ დაესწრება. მეგან მარკლი ორსულადაა.

პრინცი ჰარი, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეექვსეა, პანდემიის გამო დაესებული წესების მიხედვით კარანტინს გაივლის.

პრინც ფილიპს შაბათს დაკრძალავენ. უკანასკნელ გზაზე, პროცესიით მას პრინცი ჩარლზი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები გააცილებენ. პროცესიაში მონაწილეობას არ მიიღებს 94 წლის დედოფალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG