ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაირო ცდილობს ცხოვრების ნორმალურ ტემპს დაუბრუნდეს


An Egyptian anti government demonstrator reads a newspaper after waking up from a night spent inTahrir Square, February 8, 2011
An Egyptian anti government demonstrator reads a newspaper after waking up from a night spent inTahrir Square, February 8, 2011

მიუხედავად იმისა, რომ ქაიროში მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივი პროტესტები გრძელდება, 18 მილიონიანი ქალაქი ცდილობს ცხოვრების ნორმალურ ტემპს დაუბრუნდეს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი ქაიროდან მოგვითხრობს:

აქ ისე არაფერი მეტყველებს ჩვეულ ქალაქურ ცხოვრებაზე, როგორც გაუთავებელი სატრანსპორტო საცობები. ყველასთვის საძულველი პოლიციის მანქანებიც კი ვერ ახერხებენ მათი თავიდან აცილებას. ეგზოტიკური ვირის ეტლებიც კი დაუბრუნდნენ ქალაქს და ბაზარზე ახალ-ახალი პროდუქცია შემოიტანეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პროტესტებს უკვალოდ არ ჩაუვლია. ტურიზმის შეზღუდვის გამო არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტმა დაკარგა მილიარდობით შემოსავალი, არამედ დაზარალდნენ მცირე მეწარმეებიც.

უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში აჰმედის პატარა საყვავილეში სულ რამდენიმე კლიენტი შემოვიდა. ბიზნესმენი ნერვიულობს, რადგან არ იცის, რას მოუტანს მას ცვლილებები.

“არა მგონია მუბარაქის შემდეგ ყველაფერი დარეგულირდეს. მე ის მომწონდა და არ მქონია არანაირი პრობლემა მისი მმართველობის დროს”.

ძალადობამ ბევრი განაწყენებული დატოვა. ზოგიერთი მომავალ ცვლილებებში უცხოურ სცენარს ხედავს. ასე თუ ისე, ხალხი კამათობს, მსჯელობს... უმეტესობას მიაჩნია, რომ პროტესტები დასრულდა. შედარებით სიმშვიდეს მიანიშნებს ქაიროში დამსუფთავებლების გამოჩენაც. კანტი-კუნტად ქალაქში სკოლებიც გაიხსნა. აქ ისეთ ქაიროელებსაც დაინახავთ, რომლებიც თაჰრირის მოედნის საგუშაგოს დღეში ორჯერ კვეთენ: სამუშაოზე წასვლისას და უკან მიმავალნი.

XS
SM
MD
LG