ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოჰამედ მორსი პატიმრებს შეიწყალებს


შეწყალება არ შეეხება იმ პატიმრებს, ვისაც ბრალად მკვლელობა ედება

ეგვიპტის პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის განცხადებით, 2011 წლის რევოლუციაში მონაწილეობის გამო დაპატიმრებულ ყველა ეგვიპტელს შეწყალება მოელის.

ეს განცხადება მოჰამედ მორსიმ ორშაბათს ფეისბუქით გაავრცელა. პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალება შეეხება იმ პატიმრებსაც, რომლებსაც რევოლუციის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი.

მორსის განცხადებით, შეწყალება არ შეეხება იმ პატიმრებს, ვისაც ბრალად მკვლელობა ედება. შეწყალებული პატიმრების ზუსტი რაოდენობა ეგვიპტის პრეზიდენტს არ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG