ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი და მორსი ერთმანეთს შეხვდნენ


შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების განწყობა სუფევდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად ერთმანეთს შეხვდნენ.

მხარეები იუწყებიან, რომ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების განწყობა სუფევდა.

კლინტონმა და მორსიმ ეგვიპტის ეკონომიკური მდგომარეობა და სინას ნახევარკუნძულზე ექსტრემისტული საფრთხე განიხილეს. სააგენტო „ასოშეითიდ პრესმა“ ამერიკელი ოფიციალური პირის ციტატა დაიმოწმა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსხვა ეგვიპტის მიერ ქვეყანაში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG