ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე და თურქეთი სირიას აკრიტიკებს


ლიდერებმა ბაშარ-ალ ასადის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს

ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის ლიდერმა მაგალითი უნდა აიღოს უახლესი ისტორიიდან და ვიდრე გვიან არ არის, გადადგეს.

მოჰამედ მორსიმ ეს განცხადება ოთხშაბათს, ქაიროში არაბული ლიგის ქვეყნების შეკრებაზე გააკეთა. მისი აზრით, არაბულმა სამყარომ კრიზისის დასრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბაშარ ალ ასადის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდოს.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, თავის მხრივ, გააჟღერა უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს იმისთვის, რომ სირიის პრობლემები მოაგვაროს.
XS
SM
MD
LG