ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე შედეგების მოლოდინშია


ორივე კანდიდატის მხარდამჭერები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

კვირას ეგვიპტეში არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება. შაბათს ეგვიპტის საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარემ ჰატემ ბაგატომ გამოაცხადა, რომ ეგვიპტის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას კვირას შუადღის 3 საათზე შეიტყობს.

ორივე კანდიდატის მხარდამჭერები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ. ოფიციალურად , შედეგები ხუთშაბათს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ სარჩევნო კომიტეტს გაყალბებული ბიულეტენების გამო, ხმების დათვლას მეტი დრო დასჭირდა.

შაბათს მუსლიმთა საძმოს ათასობით მხარდამჭერი ქაიროში თაჰრირის მოედნაზე შეიკრიბა. ისინი მოჰამედ მორსის კანდიდატურას უჭერენ მხარს და შედეგების გამოცხადებამდე ღია ცის ქვეშ დარჩენას აპირებენ.

პარასკევს ეგვიპტის მართველმა სამხედრო საბჭომ ორივე კანდიდატს, წინასწარ გამარჯვების გამოცხადებით, ქვეყანაში არეულობის შეტანა დასდო ბრალად.




XS
SM
MD
LG