ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე ისევ მღელვარებამ მოიცვა


ეგვიპტელები დროებითი სამხედრო ძალაუფლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გამოცხადების გაჭიანურებას აპროტესტებენ.

ეგვიპტეში თითქმის ერთი კვირის წინ ჩატარებული პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მოსახლეობისთვის კვლავ უცნობი რჩება.

საარჩევნო კომისიის გენერალული მდივანმა, ჰატემ ბაგატომ დღეს ეგვიპტელებს სიტყვით მიმართა და დაპირდა, რომ კომისიის თავმჯდომარე ფარაკ სულთანი საბოლოო შედეგს კვირას დღის 3 საათზე გამოაცხადებს. საარჩევნო კომისიის ცნობით, მათ ორივე კანდიდატისთვის ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოსაძიებლად მეტი დრო სჭირდებათ.

ორივე მთავარმა პრეტენდენტმა: მუსლიმთა საძმოს კანდიდატმა - მუჰამედ მორსიმ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ შაფიქმა საკუთარი გამარჯვება წინასწარ გამოაცხადეს. ქაიროს თაჰრირის მოედანზე სადღეღამისო საპროტესტო აქციას ამჯერად მუსლიმთა საძმო თაოსნობს. ისინი ყოფილი ხელისუფლების კანდიდატურას გმობენ და დროებითი სამხედრო ძალაუფლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გამოცხადების გაჭიანურებას აპროტესტებენ. აქტივისტების თქმით, ისინი საბოლოო შედეგის გაცნობამდე არ დაიშლებიან.
XS
SM
MD
LG