ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე შედეგების მოლოდინშია


ეგვიპტის გარდამავალი სამხედრო ხელისუფლება ძალაუფლების დათმობას არ აპირებს

ეგვიპტე პირველი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაძაბულად ელოდება. ისლამისტური ჯგუფების მოწოდებით, ქვეყანაში კვლავ საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს.

ქაიროს თაჰრირის მოედანზე მომიტინგეები წუხელ არ დაშლილან. მათ ეჭვი აქვთ, რომ ეგვიპტის გარდამავალი სამხედრო ხელისუფლება ძალაუფლების დათმობას არ აპირებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების სასწრაფოდ გაცნობას ითხოვენ. საარჩევნო კომისიამ ხუთშაბათისთვის დაპირებულ შედეგთა გამოქვეყნება გაყალბებების სრული გამოძიების მოსაზრებით ისევ შეაყოვნა.
ორივე კანდიდატი, მორსი და შაფიქი გამარჯვებას წინასწარ ზეიმობს. მათი მხარდამჭერები კი დამარცხების შემთხვევაში საპასუხო რეაქციით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG