ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ამერიკის რამდენიმე მოქალაქემ შეერთებული შტატების საელჩოს მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც ეგვიპტის ხელისუფლებამ მათ ქვეყნიდან გასვლის უფლება აუკრძალა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეგვიპტის 1.3 მილიარდიანი დახმარება.
ამ არასათანადო დიპლომატიურმა ნაბიჯმა ამერიკელებს საფრთხეში ყოფნის ერთგვარი შიშიც გაუჩინა. ეგვიპტის მასმედიის ინფორმაციით კი საელჩოში რამდენიმე ამერიკელის დამალვა არა ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგია, არამედ მათ მიერ სასამართლო დევნისაგან თავის არიდებამ განაპირობა.
გასული წლის დეკმებერში, ეგვიპტის ხელისუფლებამ, იერიში რამდენიმე უცხოური პრო-დემოკრატიულ ჯგუფზეც მიიტანა. მათ ქვეყანაში არალეგალური საქმიანობა და საშიანო პოლიტიკაში ჩარევა დაედო ბრალად. ამ საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას, ეგვიპტის მხრიდან მსგავსი ქმედებების აღკვეთის პირობა მოჰყვა, თუმცა უშედეგოდ. სულ ახლახანს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ადგილობრივი დირექტორი - სემ ლაჰუდი, იმ რამდენიმე ამარიკელს შორის იყო, რომლებიც აეროპორტიდან უკან დააბრუნეს.
მომხდარი ფაქტის გამო ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.
ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორს - საიდ სადეკს მიაჩნია რომ საელჩოში მომხდარი ფაქტი, არც თუ ისე შემაძრწუნებელია.
„საკითხი თავისთავად დრამატულია, მაგრამ არა საგანგაშო, რადგან ჯერჯერობით არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისფლებისაგან დევნილ ამერიკელებზე ან სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე რაიმე განსაკუთრებული ძალადობა განხორციელებულიყოს. “
მსგავს პოზიციას იზიარებს ვაშინგტონიც. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატები საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ადასტურებს რომ ეგვიპტის ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე ზეწოლას კვლავ აგრძელებს.
პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია, ეგვიპტეში, დემოკრატიისათვის მებრძოლ ისლამისტურ ჯგუფებებთან ერთად ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესს საბჭოსაც მხარს უჭერს. ამასთანავე, შეერთებული შტატები ეგვიპტის ყოველწიურ დახმარებას 1.3 მილიარდი დოლარით გაანაახლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი დახმარების განახევრებას მოითხოვს, ეგვიპტეში არსებული თავდასხმების გამო. ბოლოდროინდელმა საფრთხეებმა კი სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროფესორი სადეკი საპირისპირო მოსაზრებისაა:
„უნდა გვახსოვდეს რომ შეერთებულ შტატებს ისეთი სამხდერო ძალა სჭირდება, რომლის მეშვეობით ინვესტიციას ათწლეულების განმავლობაში განახორციელებს. მათ ასევე ღია ურთიერთობები უნდა დაამყარონ ეგვიპტის პოლიტიკურ ძალებთან და მუსლიმთა საძმოსთან. მართებულად არ მიმაჩნია თუ სამი ამერიკელის ქყეყნიდან გაუსვლელობის ფაქტი, რაიმე უკუშედეგს გამოიწვევს. “
ბატონი სადეკი ასევე აღნიშნავს რომ ეგვიპტის ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ ჯგუფებზე გალაშქრება, თავისდავად ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას ითვალისწინებს.
„ეგვიპტის მთავრობა ცდილობს ხალხს თავისი სიძლიერე დაანახოს , რომლის დასამტკიცებლად თავად შეერთებულ შტატებთან კომპრომისზე უარის სათქმელად მზადაა.“
ექსპერტი ასევე თვილს, რომ არსებული ვითარება უფრო თამაშს წააგავს ვიდრე რელობას.