ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში კვლავ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა


ქაიროში კვლავ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა
ქაიროში კვლავ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა

დღეს ეგვიპტის დედაქალაქში კვლავ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ასობით ადამიანი საჯარო სამსახურების მოხელეები არიან. ისინი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. საბანკო სექტორის თანამშრომლების გაფიცვამ კი ხელისუფლება აიძულა, რომ ორშაბათი დასვენების დღედ გამოეცხადებინა. როგორც „როიტერის“ სააგენტოს ანონიმმა სამხედრო ჩინოსანმა განუცხადა, სამხედრო საბჭო პროფკავშირების შეკრების აკრძალვას აპირებს, რათა ამ აქციებმა უწესრიგობას და ქაოსს არ შეუწყოს ხელი. საგანგებო განცხადებით გამოვიდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიქიც.

შაფიქმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობა ახალ არჩევნებამდე გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.მისი თქმით, ეგვიპტეში ცხოვრების ნორმალური რიტმი უნდა აღდგეს და მოსახლოებამ დაცულად უნდა იგრძნოს ტავი.

განცხადება გააკეთა ეგვიპტის დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტმა უეილ გონიმმა. მისი თქმით, ქვეყნის სამხედრო მმართველები მას შეპირდნენ, რომ ეგვიპტეში რეფერენდუმი, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში - 2 თვეში გაიმართება.

XS
SM
MD
LG