ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინიდან მუშაობის ეკონომიკური ეფექტი


რა გავლენა აქვს დისტანციურ მუშაობას მსოფლიო და ლოკალურ ეკონომიკებზე, დასაქმებულთა ცხოვრებასა და "ადამიანური რესურსის ბაზარზე" - ამ საკიხებზე, "საგარეო ურთიერთობათა საბჭო", ექსპერტებთან ერთად, რამდენიმე კვლევის საფუძველზე მსჯელობს.

პანდემიის დროს, კორონავირუსის გავრცელების შესამცრიებლად და დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის, კომპანიათა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა - ვიდეო ზარებმა და ტექსტურმა შეტყობინებებმა, სათათბირო ოთახები ჩაანაცვლა.

ზოგიერთი მსხვილი კომპანიის, მათ შორის, „Silicon Valley“-ს ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ ისინი თანამშრომლების ნაწილს, შინიდან მუშაობის შესაძლებლობას სამომავლოდ, მუდმივად მისცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი, დისტანციურ მუშაობას ვერ ახერხებს, ექსპერტები ფიქრობენ, რომ დანარჩენი ნაწილის შინიდან მუშაობას, ეკონომიკაზე და დიდი ქალაქების მომავალზე შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს.

როგორ შეცვალა პანდემიამ ამერიკელთა მუშაობის სტილი?

დისტანციურ რეჟიმში მომუშავე ამერიკელთა რაოდენობა, მარტის შემდეგ დრამატულად გაიზარდა. აპრილის მიწურულიდან, დასაქმებულ ამერიკელთა ნახევარზე მეტი, რაზეც ამერიკის ეკონომიკური აქტოვობის 2/3 მოდის, აცხადებს, რომ სრულ განაკვეთზე, შინიდან მუშაობს.

ეკონომიკოსი სტენფორდის უნივერსიტეტიდან, ნიკოლას ბლუმი კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ ამერიკელ დასაქმებულთა მხოლოდ 26 პროცენტი განაგრძობს ოფისებში მუშაობას.

იმავე კვლევით ირკვევა, რომ დისტანციურად მომუშავეთა მხოლოდ მეოთხედს სურს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. მეორე მეთხედი, შინიდან მუშაობის გაგრძელებას ისურვებდა. ნახევარს კი, მკაფიო სურვილი აქვს, პანდემიის დასრულების შემდეგაც, მუშაობა დისტანციურად გააგრძელოს.

უკვე ცნობილია, რომ „Facebook”, საკუთარი თითქმის 50 000 თანამშრომლის ნახევარს, ნებას დართავს მუდმივად შინიდან იმუშაოს. კომპანიათა ნაწილი, მუშაობის ჰიბრიდული სტილის შემუშავებაზე ფიქრობს, რაც თანამშრონმლებს საშუალებას მისცემთ, იმუშაონ როგორც ოფისში, ასევე შინიდან.

სხვა ქვეყნების გამოცდილება

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა, 30 ქვეყნის გამოცდილება შეისწავლეს. მკვლევარები სწავლობდენენ, რამენად გაუმარტივდათ და რა სირთულეები გამოიკვეთა, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისას.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტზე წვდომის მაღალი ნიშნული და დასაქმებულებზე მორგებული პოლიტიკაა, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა მარტივად მოხერხდა. ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის ბელგია, კანადა და შვედეთი.

ამერიკა, ამ ქვეყნების რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზეა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ეს მეტწილად იმითაა განპირობებილი, რომ აშშ-ში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი საშუალო დონეზეა, დასაქმებულთა რაოდენობა კი დიდი, რომელთა უმეტეს ნაწილს, სამუშაოს შესასრულებლად, უშუალოდ სამუშაო ადგილზე ყოფნა სჭირდება.

რაც შეეხება განვითარებად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, როგორიცა მაგალითად ბრაზილია, ჩინეთი და ნიგერია, მათ დაბროკლებებს, მეტწილად, ინტერნეტის დაბალი ხარისხი განაპირობებს.

გავლენა ეკონომიკაზე

კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ შინიდან მუშაობის დროს, დასაქმებულთა პროდუქტიულობა გაიზარდა. თუმცა, ამასთან ერთად გაიზრდა სტრესი, რასაც სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის გაფერმკრთალებული ზღვარი განაპირობებს. შეშფოთება არსებობს იმის შესახებაც, რომ ხელმძღვანელ და დაქვემდებარებულ პირებს შორის, ურთიერთობის უშუალო ურთიერთობის შემცირებამ, შესაძლოა დასაქმებულთა შემოქმედებითობა და განწყობა შეამციროს. შინიდან მუშაობა, პრობლემებს უქმნის მშობლებსაც - მაშინ, როცა სკოლების უმეტესობა დახურულია, ეს მათთვის ვითარებას ართულებს.

ეკონომიკოსი ნიკოლას ბლუმი ფიქრობს, რომ დასაქმების სფეროში ამ რადიკალურმა ცვლილებებმა, შესაძლოა საზოგადოებაში უთანასწარობის პრობლემა კიდევ უფრო გააუარესოს. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ფიქრობს, რომ დისტანციურ მუშაობას, მეტწილად, მაღალანაზღაურებადი დასაქმებულები ახერხებენ, რაც მათ კარიერულ წინსვლასაც ხელს უწყობს. ამერიკელ დასაქმებულთა თითქმის ნახევარი, რომელიც ძირითადად ვაჭრობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სფეროში, ან კლიენტთან უშუალო კონტაქტზე დამოკიდებულ სხვა ტიპის სამსახურებში მუშაობს, პუნდოვანი პერსპექტივის წინაშე დგას.

„საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ ონლაინ კონფერენციაზე, „Business Talent Group”-ის ხელმძღვანელმა, ჯოდი მილერმა თქვა, რომ დისტანციური მუშაობა, „რეალური გლობალური ნიჭის ბაზარს ქმნის“. ახლად შექმნილი რეალობა, დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, საჭირო კადრები ისე აიყვანონ, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რომ მათი სამუშაო ადგილზე ხილვა საჭირო საერთოდ არ იყოს. მსგავსი გამოცდილება, ბუნებრივია, აქამდეც არსებობდა, თუმცა არა იმდენად მასიურად, ვიდრე ამის სესაძლებლობა ახლა შეიმქნა.

გავლენა დიდ ქალაქებზე

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ შექმნილი რეალობა, ქალაქის ცენტრებში შექმნილი საოფისე ბიზნესებს მნიშვნელოვან პრობლემას შექუმნის - ამას კი ჯაჭვური რექცია ექნება თავად ქალაქებზე. ბიზნესები, ოფისებს ნაკლებად ძვირ ადგლილებში გადაიტანენ და არა, მაგალითად სან ფრანცისკოს ძვირადღირებულ უბნებში. ეს ყველაფერი კი პერსპექტივაში გავლენას იქონიებს ქალაქების ბიუჯეტზე, სხვადასხვა მსხვილი ბიზნესის გავლით, როგორიცაა მაგალითად უძრავი ქონების ბიზნესი.

„საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ უფროსის თანაშემწე, ედუარდ ოლდენი ამბობს, რომ დიდი ქალაქებიდან, მგავსი გადინება, შესაძლოა, მომგებიანიც კი აღმოჩნდეს. „შესაძლოა ეს აღმოჩნდეს გზა ეკონომიკის უფრო ფართო გეოგრაფიული გავრცელებისთვის“ - ამბობს ოლდენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG