ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლებული მოლაპარაკებები- დანიელსონის მედიაციის მეორე მცდელობა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონისაქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდასაქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დღეს კი მთელი დღის განმავლობაში, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედებს მართავდა.

მთელი დღის განმავლობაში შეხვედრების შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა, კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მან თქვა, რომ თბილისში საკუთარი წინადადებებითა და შეთავაზებებით ჩამოვიდა. მისი თქმით, ასევე შეხვედრებზე დაყრდნობით, მან მოამზადა დოკუმენტი, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა ორივე მხარის მოთხოვნებთან.

დანიელსონის თქმით, თუ მხარეები შეთანხმდებიან, გამარჯვებული იქნება სრულიად საქართველო და საქართველოს მოსახლეობა. სპეციალური წარომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მხარეები ტექსტს ხელს მოაწერენ, მათ შორის არ იქნება გამარჯვებული, ან დამარცხებული და გაიმარჯვებს საქართველო.

დანიელსონმა არ გათქვა მოლაპარაკებების დეტალები და თქვა, რომ მეტს მოსახლეობა ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გაიგებს.

დანიელსონი, უკვე მეორედ ცდილობს, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკებას მიაღწიოს. ამისკენ მოუწოდებს ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას, როგორც ევროსაბჭო, ისე ევროპარლამენტი.

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიზანულიინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელადკომპრომისისა და შერიგების გზით და თავი შეიკავონ უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატისგაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული დაევროატლანტიკური მისწრაფებები ყველაფრის ფასად უნდა შენარჩუნდეს“,- წერია განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა დღეს გაავრცეელეს.

ევროპარლამენტარები განცხადებაში ხაზს უსვამენ კრისტიან დანიელსონის და ევროსაბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად. ისინი მოუწოდებენ ქართველ პოლიტიკოსებს გამოიყენონ ეს შანსი: „ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურლიდერებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევშესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების წინა პლანზედააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავისპასუხისმგებლობას და გამონახავს გამოსავალს არსებული კრიზისიდან“.

დანიელსონი დღის განმავლობაში ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მასთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მთავრობა მზადაა მოლაპაკებებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თავის „ხისტ“ პოზიციებს დათმობს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თემაზე კონსტრუქციული მიდგომა გვაქვს. ერთადერთი წითელიხაზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - სამართლიანობის პრინციპია. ყველაფერი რაც იქნება, სამართლიანობასთან შესაბამისობაში ეს ჩვენს მიერ განხილული იქნება.

თავის დროზე ოპოზიციას ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდათ. ჭარბადხისტი პოზიციები და ამბიციები ჰქონდათ და ამან ჩაშალა წინაზე მოლაპარაკებები. ახლა თუ იქნებაგანსხვავებული მიდგომა, ამ შემთხვევაში შეთანხმება შესაძლებელი გახდება“, - განაცხადაკობახიძემ.

კომენტარი გააკეთა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, მომავალ დიალოგთან დაკავშირებით, პრინციპული საკითხი ვადამდელი არჩევნები იქნება. “ვადამდელიარჩევნების საკითხი არის დახურული“,- თქვა პრემიერმა.

ღარიბაშილი თვლის, რომ ბოლო არჩევნები ლეგიტიმური იყო და ამიტომ ამ საკითხს აღარ განიხილავენ. სხვა საკითხებზე კი იმედს იტოვებს, რომ მხარეები მოილაპარაკებენ.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. ამაზეევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინეთ, აშშ-ს სახელმწიფოდეპარტამენტის, სენატის და ა.შ ეუთო/ოდირის დასკვნები, ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომაღიარა და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, რა თქმაუნდა, ჩვენი დიალოგი გრძელდება. დიდი იმედი მაქვს და მინდა პოზიტიური, ოპტიმისტურიმოლოდინი დავიტოვო, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმედესტრუქციას ადგილი. პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათრეალურად ჩაშალეს დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომრეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა, ჯერი არისოპოზიციაზე, რა თქმა უნდა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრებიჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“, - განაცხადაღარიბაშვილმა.

დღის განმავლობაში დანიელსონი ასევე, შეხვდა „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, დანიელსონთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო.

,,როგორც ყველა რაუნდზე და ყველა შეხვედრაზე დღესაც იყო საუბარი იმ 5 პუნქტზე, რომელიც დევსმაგიდაზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდა პატიმრების საკითხზე, რადგან პატიმრების საკითხისგადაჭრის გარეშე, რაც მთლიანად ხელისუფლების ხელშია, არ იქნება სივრცე, რომ ჩვენკომპრომისებზე ვისაუბროთ“,- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი კომენტარი გააკეთა აკაკი მინაშვილმაც, „ნაციონალური მოძრაობიდან“: “საკუთარიწინადადებები მედიატორს არ შემოუთავაზებია. ჩვენი მთავარი საკითხები, რომლებიც ჩვენწამოვწიეთ ისევ და ისევ უპირველეს ყოვლისა იყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი. ჩვენი პოზიციაა, რომთუ ამ ორი ადამიანის გათავისუფლება არ მოხდება სრულფასოვანი მოლაპარაკებების გაგრძელებაიქნება რთული. რაც შეეხება წინადადებებს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება“,- უთხრა მინაშვილმა ჟურნალისტებს.

დღის ბოლოს, შეხვედრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ზურა ჯაფარიძემაც. „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა თქვა, რომ „დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობისსაშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი“.

მოლაპარაკებები პარტიებს შორის, დანიელსონის ჩართულობით ხვალ, 30 მარტს გაგრძელდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG