ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური რეფორმები კვიპროსში


ლაიკი ბანკი“ იხურება და ამ ბანკში მომსახურე 8000 ადამიანი სამუშაოს დაკარგავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

კვიპროსის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 130 000 დოლარზე მეტი თანხის მფლობელთა საბანკო ანგარიშების 40% ბანკის აქტივებში გადავა.
ეს განცხადება კვიპროსის მთავრობის და ევროკავშირის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მოჰყვა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ამ პატარა სახელმწიფოსთვის 13 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს. სამაგიეროდ კვიპროსმა საკუთარი საბანკო სისტემის რეფორმირება უნდა მოახდინოს.

15 მარტს კვიპროსის ყველა ბანკი დაიკეტა, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკაზე უკვე აისახა. განსაკუთრებით დაზარალდა მცირე ბიზნესი. მკვეთრად დაიკლო საქონელბრუნვამ და მეპატრონეებმა მომსახურე პერსონალის დათხოვნა დაიწყეს.

ეკონომისტების აზრით, მომავალში კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია შეიძლება შეიქმნას. საერთაშორისო დონორებთან გარიგება კვიპროსის საბანკო სექტორის შეკვეცას გამოიწვევს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკას რვაჯერ აღემატებოდა.
ქვეყნის წამყვანი „კვიპროსის ბანკის“ რადიკალური რესტრუქტურიზაცია მოხდება. სიდიდით მეორე „ლაიკი ბანკი“ კი საერთოდ დაიხურება. ამ ბანკში მომსახურე 8000 ადამიანი სამუშაოს დაკარგავს, რაც მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე კვიპროსისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
როგორც ლონდონის ეკონომიკის სკოლის ექსპერტი ჯეიმს კერ-ლინდსი ამბობს:

"ეს გარიგება კვიპროსისთვის შესაძლოა უმძიმესი შედეგებით დამთავრდეს, რადგან ბანკები ამ კუნძულის ეკონომიკის უმთავრესი ნაწილია. უამრავი ადამიანი დაკარგავს ფულს. ბიზნესის განადურება კი ეკონომიკის დაღმავლობას გამოიწვევს.“

ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომა კვიპროსთან მკვეთრად განსხვავდება ევროზონაში შემავალი სხვა ქვეყნებისგან. თუ აქამდე ვალის დაფარვა საერთო გადასახადების გაზრდით ხდებოდა და სახელმწიფოს ეკისრებოდა, კვიპროსის შემთხვევაში ჯოხი საბანკო ანგარიშების მდიდარ მფლობელებზე გადატყდა.

როგორც აკადემიკოსი ვასილის მონასტირიოტისი ამბობს ევროზონის პოლიტიკაში დიდი ცვლილება შეინიშნება:

“ მსგავსი ვითარება იყო შექმნილი ირლანდიაშიც, სადაც ამ ქვეყნის მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა ბანკების რეკაპიტალიზაციაზე. საბანკო დეპოზიტების გარანტიები დაცული იყო, რაც კვიპროსის შემთხვევისგან სრულიად გასხვავდება.“

ორშაბათს ევროგრუპის თავმჯდომარემ ჟერონ დისელბლოემმა განაცხადა, რომ კვიპროსის შემთხვევა ევროპის საბანკო კრიზისის გადაწყვეტისთვის სამაგალითო უნდა გახდეს. მისი თქმით, თუ ბანკს ამის გაკეთება არ შეუძლია, მაშინ დეპოზიტების მფლობელებს უნდა ვთხოვოთ ბანკის რეკაპიტალიზაციაში მიიღონ მონაწილეობა.აკადემიკოს მონასტირიოტისის თქმით,
ეს განცხადება ფინანსური ბაზრის დაცემას გამოიწვევს, რაც ძალზე სახიფათოა:

“ ევროზონის საბანკო სისტემის დესტაბილიზაცია სრულიად რეალური გახდება, თუ ამ ზონაში 100 000 ევროს ზემოთ არსებული კაპიტალდაბანდებები არ იქნება გარანტირებული. ეს ევროზონიდან ფულის მასობრივ გადინებას გამოიწვევს, გასაკუთრებით ამ ზონის სამხრეთიდან ჩრდილოეთში, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს მათი გადაწყვეტის ნაცვლად.“
XS
SM
MD
LG