ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვიპროსი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას იწყებს


საკრედიტო რეიტინგის სამსახურმა ბანკები დეფოლტის დონემდე დააქვეითა

ხმელთაშუა ზღვის კუნძულის მოსახლეობა თანდათანობით იმ პირობებს ეგუება, რომელიც კვიპროსს 13 მილიარდიანი მასტიმულირებელი პაკეტის სანაცვლოს ეკისრება.

კვიპროსზე უკვე მეორე უდიდესი ბანკი დაიხურა. საკრედიტო რეიტინგის სამსახურმა ბანკები დეფოლტის დონემდე ჩამოაქვეითა. ბანკის ბონდების მფლობელთა დანაკარგების გამო, კვიპროსი ვალდებულია ევროპის ცენტრალური ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეთავაზებულ დახმარების პაკეტის პირობები შეასრულოს.

კვიპროსის ფინანსთა მინისტრ მიქაელ სარისის განცხადებით, მეანაბრეებმა, ვისაც ანგარიშზე 130, 000 დოლარზე მეტი თანხა აქვს, კვიპროსის გადარჩენის მიზნით, მასტიმულირებელი პაკეტის 40 პროცენტი უნდა დაფარონ დანაზოგზე დაწესებული ბეგარის სახით.


XS
SM
MD
LG