ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის ადმინისტრაციის იურისტი რეფერენდუმის უკანონობაზე საუბრობს


კოსოვოს და ყირიმის შედარებას ბელინგერი დაუშვებლად მიიჩნევს

ყირიმის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობიდან გამოყოფის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმი ერთ-ერთი მაგალითია უამრავს შორის, თუ როგორ შიეძლება რეგიონი ან ტერიტორია გამოეყოს იმ ქვეყანას რომელსაც ეკუთვნის. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ რამდენიმე ასეთი შემთხვევა მსოფლიოში საერთაშორისო კანონმდებლობით იქნა გამყარებული, თუმცა ბევრის გამყარება ვერ მოხდა. ამერიკის იურიდიული სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყირიმის რეფერენდუმი არალეგიტიმური იყო და რუსეთმა რეგიონის ანექსია მოახდინა, რაც უკანანოდ ჩაითვლება.

მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადგილი არსებობს, სადაც სურთ ქვეყნიდან გამოყოფა. თუმცა ბევრი ასეთი სურვილი საერთაშორისო კანონების და სტანდარტების საწინააღმდეგოა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი იურისტი ბუშის ადმინისტრაციაში ჯონ ბელინგერი საუბრობს.

მისი განცხადებით, ვიდრე საერთაშორისო კანონმდებლობა ზოგადად განსაზღვრავს თვითგამორკვევის შესახებ უფლებებს, ამ დროს იგივე საერთაშორისო კანონმდებლობა უპირატესობას ანიჭებს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და ინტეგრაციას და მხოლოდ ხალხის ან ადამიანთა ჯგუფის ინტერესს აღიარებს გამოყოფის შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენენ. თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან ლიმიტირებულია. ძირითადად ეს ეხება მდგომარეობას, როდესაც დიდი სახელმწიფო აბსოლუტურად უარყოფს ასეთი ჯგუფის ინტერესებს სახელმწიფოში ან მათ უფლებებს არღვევს და მათ წინააღმდეგ ძალადობას მიმართავს.

ბელინგერი იმაზეც საუბრობს, რომ პრო-რუსულად განწყობილი ყირიმელები უნდა დაფიქრდენენ იმაზე, თუ უკრაინის ახალი ხელისუფლების პირობებში როგორ გააგრძელებენ თანაცხოვრებას. ძალადობის შემთხვევები ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის. სხვა სიტყვებით, ყირიმის სეპარატისტულ რეგიონად გამოცხადება ჯერჯერობით ნაადრევია.

მოსკოვი აცხადებს, რომ ყირიმი ერთ დროს რუსეთის ნაწილი იყო და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი პრო-რუსულად არის განწყობილი. ბელინგერი ამბობს, რომ გამოყოფის იდეის შესახებ ეს მოტივი იურიდიულად გამართლებულად მაინც არ მიიჩნევა.

მისი განცხადებით, ისტორიული ფაქტები ან ყირიმელების ნება საერთაშორისო კანონმდებლობისთვის საკმარისი არ არის. ასე რომ იყოს, მაშინ საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემა არ იმოქმედებდა და გაუქმდებოდა.

ბელინგერი ამბობს, რომ ყირიმის გამოყოფამ შეიძლება შეაგულიანოს ესპანეთში, კვიპროსში, აზიაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ჯგუფებიც.

რუსეთი ყირიმს ადარებს კოსოვოს სიტუაციას, რომელიც სერბეთს გამოეყო და 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელინგერის აზრით, ეს ორი შემთხვევა ძალიან განსხვავებულია.

მისი განცხადებით, კოსოვო არის უნიკალური მაგალითი, ეს იყო ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორია. კოსოვო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად ათ წელზე მეტი გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ იყო. კოსოვოს მოსახლეობა სერბი ხალხისგან ძალადობის მსხვერპლი ოყო და გაეროს დიდ ხნიანი მცდელობის შემდეგ იქ სიტუაცია გამოესწორებინა, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ იქნა რეკომენდაცია კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე. ყირიმში კოსოვოს მსგავსი სიტუაცია საერთოდ არ არის.

ბელინგერი აცხადებს რომ საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა შესაძლოა რთული იყოს, და აქცენტს აკეთებს რუსეთი ვეტოზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელსაც ყირიმის რეფერენდუმი უკანონოდ უნდა ეცნო. ის ამბობს, რომ გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც გმობს ჩატარებულ რეფერენდუმს, არ გადაიხედება, და ეს რეზოლუცია არც საერთაშორისო სასამართლოში ან იურიდიულ დაწესებულებაში არ განიხილება.
XS
SM
MD
LG