ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უკრაინა - საფრთხე და შესაძლებლობა"


"უკრაინელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საით წავიდეს" - აცხადებს პოლა დობრიანსკი. რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატოს სამოქმედოს გეგმაზე გადასვლის შესახებ საკითხის განხილვას

"უკრაინა: საფრთხე და შესაძლებლობა"- ამ თემაზე სასაუბროდ ნიუ იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში ამერიკის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები შეიკრიბნენ. პოლა დობრიანსკი, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან არის, 2001-2009 წლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე დემოკრატიის და გლობალურ საკითხებს კურირებდა. დისკუსია თემაზე კი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან დევიდ ფილიპსს და ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორს ტიმოტი ფრაის მიჰყავდათ. როგორ გადაწყდება ყირიმის საკითხი რუსეთის აგრესიის ფონზე და როგორია საქართველო-ნატოს პერსპექტივა, ამ თემაზე სტუმრებს "ამერიკის ხმის"კორესპონდენტი ნიუ იორკში თეა თუაშვილიც გაესაუბრა.

ვიდრე ამერიკის თავდაცვის ყოფილი მდივანი რობერტ გეითსი ფიქრობს, რომ ყირიმი დაკარგულია, ვაშინგტონში ბარაკ ობამა უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკს თეთრ სახლში იღებს. ეთანხმება თუ არა გეითსის ამ მოსაზრებას პოლა დობრიანსკი, ამ კითხვით დაიწყო დისკუსია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე კოლუმბიის უნივერსიტეტში დევიდ ფილიპსმა.

პოლა დობრიანსკის აზრით, ობამას ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში სიტუაციის მართვას უფრო ეფექტურად შეუდგა. ამაში იგულისხმება სანქციები რუსეთისთვის, რომელიც მოიცავს ანგარიშების გაყინვას, და ეკონომიკურ სანქციებს. ასევე განხილვის სტადიაშია ენერგეტიკული სანქციების დაწესების საკითხი და ევროპაში ამერიკული ექსპორტის მოცულობის გაზრდა. უკრაინა 70% ით არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ასევე ევროპაც, რომელიც ბუნებრივ აირს სწორედ რუსეთიდან ღებულობს, თუმცა ენერგომატარებლების სანქციების დაწსებაზე ახლა აქტიურად ევროპაშიც საუბრობენ. დობრიანსკი მიიჩნევს, რომ ასევე გაიჟღერა სამხედრო ვარიანტის გამოყენების თემამაც. აქ ამერიკას საკმაოდ ძლიერი პოზიცია უკავია, რომელიც საერთაშორისო და რეგიონული ინტერესებიდან გამომდინარეობს. სხვათა შორის მიზეზი რატომაც ჯონ კერიმ სოჭში ჩასვლაზე უარი განაცხადა ის იყო, რომ არ დაეთანხმა პუტინის სურვილს ამერიკას უკრიანის ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურად ეცნო, დღეს კი ამის პასუხი სახეზეა და იაცენიუკი ვაშინგტონშია - დასძინა ქალბატონმა დობრიანსკიმ.

მისი აზრით, რუსეთს უკრაინის დაკარგვის ეკონომიკური მოტივის გამო ეშინია. ასევე არსებობს ლეგიტიმური ინტერესებიც, როგორიცაა ყირიმში არსებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც მოქმედების ვადა 2042 წლამდე აქვს განსაზღვრული. ეთნიკური რუსები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრიანაში, ძირითადად ყირიმში ცხოვრობენ. დობრიანსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხეზე საუბრები ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც საკუთარი სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გარანტიის ხარჯზე უკრაინამ ბირთვული იარაღი დათმო.

პოლა დობრიანსკის განცხადებით, რუსეთს ნამდვილად აქვს ლეგიტიმური ინტერესები ამ რეგიონში, თუმცა მას არ აქვს უფლება რომ იქ შეიჭრას. არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი შეთანხმებები და კანონები, რომლის დარღვევაც შეშფოთებას იწვევს. რუსეთს აქვს ინტერესი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება აქვს, ასეთი ქმედება განახორციელოს. უკრაინელებს უფლება უნდა ჰქონდეთ თავად გადაწყვიტონ საით წავიდნენ. მას შემდეგ რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, იქ ეთნიკური მოტივებით და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო არცერთი მიტინგი არ გამართულა - თქვა მან.

შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მიმომხილველები აღიარებენ, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი რეაქცია მოჰყვა, შედეგი 2014 წლის თებერვალი და უკრაინაში განხორციელებული მოვლენებია. რამდენად რეალურია ამ ფონზე 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება, ამ თემაზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ჰარიმანის ისნტიტუტის დირექტორი, მარშალ შულმანის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საგარეო პოლიტიკის პროფესორმა ტიმოტი ფრაიმ და პოლა დობრიანსკიმ ისაუბრეს.

პროფესორ ფრაის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამერიკის ჩართულობა ძალიან ლიმიტირებული იყო, თუმცა ახლა არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადაიდგას უკრაინის კრიზისი მოგვარების კუთხით. ამერიკის მთავრობის სანქციები გულისხმობს ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა ისტორიულად ამას შედეგი არ ჰქონია, თუმცა სიმბოლურად მნიშვნელოვანი როლის შესრულება მაინც შეუძლია. საქართველოსთვის ნატოსთან თანამშრომლობის გაფართოვება არის რუსეთზე ზეწოლის ერთერთი ვარიანტი რომელსაც, სავარაუდოდ ობამას ადმინისტრაცია განიხილავს მოლაპარაკების დროს - ფიქრობს ფრაი.

პოლა დობრიანსკის თქმით, ამის შესახებ უკვე რამდენიმე ექსპერტმა განცხადა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ნატოს მომავალ სამიტზე იქნება წამოწეული არის, დაიწყოს მოქმედება საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ადმინსიტრაცია განიხილავს თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო, მოლდოვა, და ასევე უკრაინაც ამ კონტექსტში განიხილონ. მნიშვნელოვანია როგორ დაბალანსდება სიტუაცია, რამდენად სწრაფად წავა პროცესი ამ მიმართულებით. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობენ რომ დიახ აქ ადგილი აქვს აგრესიულ ქმედებას, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება და არ ვიცით კიდევ როგორ შეიძლება გაგრძელდეს და ამიტომ ამის შესაჩერებლად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

პროფესორი ტიმოტი ფრაი ამერიკის ხმასთან აცხადებს რომ შეერთებულ შტატებს და საქართველოს ორმხრივი ინტერესები აქვს, რისი დასტური ორი კვირის წინ თეთრ სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ასევე ამერიკის ვიცე პრეზიდენტჯოზეფ ბაიდენს შორის შეხვედრა იყო. საერთო ინტერესებზე და საკითხებზე მუშაობა სავარაუდოდ ისევ გაგრძელდება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG