ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა


კვირას, მაიამიში, ფლორიდის შტატში ჩამონგრეული შენობის ადგილას, კიდევ 4 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის, შენობის ჩამონგრევის გამო, გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.

მაიამის მერმა, დანიელა ლევინ კავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 90 დაღუპულს შორის 71-ია ამოცნობილი. 31 ადამიანი, კვლავ, დაკარგულად ითვლება. ბოლოს ამოცნობილებს შორისაა 3 ბავშვიც.

მაიამის სახანძრო დპეარტამენტის უფროსმა, ალან კომინსკიმ, განაცხადა, რომ აღდგენით სამუშაოებს, სავარაუდოდ, 2-3 კვირა დასჭირდება.

12-სართულიანი შენობა, 24 ივნისს ჩამოინგრა. გადარჩენილების სამძებრო სამუშაოები ინცინდენტიდან 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ოფიციალურად, ოთხშაბათს, შუადღეს დასრულდა.

ტრაგედიის შემდეგ, მაიამიში ჩამონგრეული შენობის გვერდით მდებარე შენობების შემოწმებაც დაიწყეს. პარალელურად კი საგამოძიებო სამსახურები მომხდარის გამომწვევი მიზეზების ძიებას განაგრძობენ. 6-მა დაზარალებულმა ოჯახმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG