ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში ჩამონგრეულ სახლში კიდევ 10 ადამიანი იპოვეს


მაიამი-დეიდში ჩამოქცეული სახლის ნანგრევებში მოყოლი ადამიანების ძებნა უკვე 14 დღეა გრძელდება. ადგილობრივი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტროპიკული შტორმი სახელად "ელზა", მათ მუშაობას გაართულებს და მაშველებს დამატებით რისკებს შეუქმნის.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებში კიდევ 10 გვამი იპოვეს. მაშველებს სამუშაოებში ძაღლებიც ჰყავთ ჩართული.

მსხვერპლის რაოდენობა ამჟამად 46-ია. ოჯახებს ცოცხლად ვინმეს პოვნის იმედი უკვე თითქმის ამოწურული აქვთ, თუმცა 100-მდე ადამიანის მოსაძებნად სამუშაოები ჯერჯერობით მაინც გრძელდება. 24 ივნისს მოულოდნელად ჩამონგრეულ სახლის ნაწილში ცოცხლად პირველ დღეებშიც არავინ უპოვიათ. შენობის მეორე ნახევარი კვირას კონტროლირებული აფეთქების გზით დაანგრიეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG