ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის ყოფილი თანამშრომელი დუმს


კონგრესში გამართულ სხდომაზე ბრაიან პაგლიანომ, ჰილარი კლინტონის ყოფილმა თანამშრომელმა, დუმილის უფლება გამოიყენა.

ჰილარი კლინტონის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის პერიოდში ელექტრონული მიმოწერის სისტემის დაყენებაში დაეხმარა, კონგრესთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს. კონგრესის საგანგებო კომიტეტი ბენღაზიში მომხდარ ტერორისტულ აქტს იძიებს, რომლის გამოც ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩი და ამერიკის მოქალაქეები დაიღუპნენ.

კონგრესში ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე ბრაიან პაგლიანომ ამერიკის კონსტიტუციით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. პაგლიანოს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი უარს იტყვის ნებისმიერი სხვა კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემაზე, თუკი ის ჰილარი კლინტონის იმეილებს უკავშირდება. ზოგიერთი რესპუბლიკელი აცხადებს, რომ ისინი განიხილავენ პაგლიანოსთვის იმუნიტეტის მიანიჭების შესაძლებლობას, თუ ის ჩვენების მიცემაზე დათანხმდება.

XS
SM
MD
LG