ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლე კლინტონის სკანდალში


ბრაიან პაგლიანო, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი კონგრესის საგანგებო კომიტეტს ბენღაზის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენებების მიცემაზე უარს უცხადებს.

ჰილარი კლინტონის აპარატში მომუშავე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბრაიან პაგლიანო ჩვენებების მიცემაზე უარს ამბობს. ის ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანს პირადი ელექტრონული მიმოწერის სისტემის დაყენებაში ეხმარებოდა. პაგლიანოს ჩვენებების მიცემას შეერთებული შტატების კონგრესის საგანგებო კომიტეტი სთხოვს, რომელიც 2012 წელს ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე მიტანილ იერიშს იძიებს.

ბრაიან პაგლიანოს ადვოკატებმა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს წერილობით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი კონსტიტუციით მინიჭებული დუმილის უფლებას იყენებს. წერილის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, პაგლიანომ ჰილარი კლინტონს პირადი მოხმარების იმეილების სისტემა 2009 წელს ნიუ იორკში მდებარე საკუთარი სახლიდან დაუყენა.

XS
SM
MD
LG