ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სი ძინპინი აფრიკაში მიემგზავრება


რუსეთში ვიზიტის დასრულებისთანავე ჩინეთის პრეზიდენტმა გეზი აფრიკისკენ აიღო

ჩინეთის ახალმა პრეზიდენტმა რუსეთში ვიზიტი დაასრულა და აფრიკის ქვეყნებისკენ გაემართა. სი ძინ პინის აფრიკული მინი-ტურნე ტუნისს, სამხრეთ აფრიკას და კონგოს რესპუბლიკას მოიცავს.

საპორტო ქალაქ დურბანში ჩინეთის ლიდერი „ბრიკსის“ ჯგუფის მე-5 სამიტზე დასწრებას გეგმავს. 26-27 მარტს სამიტში მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა მიიღებენ მონაწილეობას.

მოსკოვში ვიზიტის განმავლობაში სი ძინ პინი რუსეთის პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ვლადიმირ პუტინმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩინეთის ლიდერმა ვიზიტისთვის პირველ უცხო ქვეყნად რუსეთი შეარჩია და რუსულ-ჩინურ ურთიერთობას „მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღრელი მთავარი ფაქტორიც“ კი უწოდა.
XS
SM
MD
LG