ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ბრალდებას უარყოფს


პრემიერის განცხადებით, ჩინეთი თავად არის კომპიუტერული ჰაკერების მსხვერპლი

ჩინეთის ახალი პრემიერი ლი ქსეპიანგი უარყოფს ამერიკის ბრალდებას ჰაკერობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ორმა ქვეყანამ ერთმანეთის მისამართით არ უნდა გააკეთოს უსაფუძვლო ბრალდებები არამედ პირიქით, ერთად უნდა იმუშავონ კიბერ უსაფრთხოების დაძლევის მიზნით.

ბატონმა ლიმ, ჩინეთის ეროვნული კონგრესის ბოლოს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩინეთი თავად არის კომპიუტერული ჰაკერების მსხვერპლი და მხარს არ უჭერს მსგავს მოქმედებებს.

ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის ახლადდამტკიცებული თავმჯდომარე ჯაკობ ლიუ ჩინეთში მიმდინარე კვირას გაემგზავრება და მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთიდან მომავალ კიბერ შეტევებზე გაამახვილებს ყურადღებას.
XS
SM
MD
LG