ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა კვლავ გამოთქვა შეშფოთება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევების შესახებ. ცნობილმა კონგრესმენმა მსგავსი შეტევები შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბერს განოხრციელებულ ტერორისტულ აქტს შეადარა.
შიდა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ მაიკლ მაკოლმა კონგრესმენებს განუცხადა, რომ ცნობილია მედიის, ენერგეტიკის პროექტების, საჰაერო მიმოსვლის და ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ. თუმცა უსაფრთხოების თანამშრომლები ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ეს შეტევები აღმოიფხვრას.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, რომ ამერიკულ ფირმებსა და კომპანიებზე განხორციელებული შეტევები ჩინეთიდანაა და მათ ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს.