ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პარლამენტი "ბრექსიტის" გეგმაზე ვერ შეჯერდა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი კიდევ ერთ, ბოლო მცდელობას მიმართავს, რათა კანონმდებლების საკმარისი რაოდენობა დაარწმუნოს, ევროკავშირიდან ქვეყნის დაგეგმილი გასვლის მისეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირონ.

ოთხშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ტერეზა მეის გეგმის, 16 სხვადასხვა ალტერნატივის ჩაგდების შემდეგ, „ბრექსიტის“ ბედი უფრო გაურკვეველი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მომლაპარაკებლებმა კენჭისყრაზე გასატანი ვარიანტების რიცხვი რვამდე შეამცირეს. შესაძლო ვარიანტებში იყო, ბრიტანეთის ევროკავშირთან საბაჟო კავშირში დატოვება და ასევე, ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარება.

რვავე წინადადება ურყვეს, თუმცა საბაჟო კავშირში შესვლის იდეა, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერამდე ყველაზე ახლოს მივიდა. მეორე რეფერენდუმის იდეასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

პრემიერ მეის მიერ შეთანხმების დამტკიცების მცდელობის ორჯერ ჩავარდნის შემდეგ, „ბრექსიტის“ დაგეგმვა თემთა პალატამ საკუთარ თავზე აიღო. მეის გეგმის შესახებ დავის მთავარი მიზეზი, ევროკავშირის წევრ ირლანდიასა და ბრიტანეთის მიერ კონტროლირებულ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის გადაკვეთის საკითხი იყო. ადგილობრივები ამ საზღვარს ყოველდღიურად, დაუბრკოლებლად კვეთენ.

ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული ერთობის პარტია გეგმას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.

ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ორგანიზაციის წევრებს შეატყობინოს, თუ რას გეგმავს ან ევროკავშირი გასვლის გეგმის გარეშე დატოვოს, რასაც ეკონომიკური ქაოსის გამოწვევა შეეძლება.

ოთხშაბათს მეიმ განაცხადა, რომ თუ კანონმდებლები მიიღებენ გეგმას, რომელიც მან ევროკავშირთან შეათანხმა, ის პრემიერ მინისტრის თანამდებობას „ დაგეგმილზე ადრე“ დატოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG