ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისხლის ანალიზით კიბოს დადგენის კვლევაში პროგრესია


ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ სისხლის ანალიზით კიბოს იდენტიფიცირების მიმართულებით პროგრესი აქვთ.

მეცნიერებმა შეიმუშავეს ტესტი, რომლითაც სისხლში 8 ტიპის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა შესაძლებელი. მათ შორის ისეთების, რომელთა დადგენაც ზოგჯერ თანამედროვე სკრინინგ ტექნოლოგიებითაც კი ძალიან რთულია.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ტესტი იმ ათასი ადამიანის სისსხლის სინჯებზე გამოსცადეს, რომელთაც უკვე აქვთ კიბოს დიაგნოზი. ტესტმა მათ 70%-ში კიბოს იდენტიფიცირება წარმატებით შეძლო.

კვლევა ხუთშაბათს ჟურნალ „მეცნიერებაში“ გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, ყველაზე მარტივად, საკვერცხის კიბო დადგინდა, შემდეგ ღვიძლის, პანკრეასის, საყლაპავის, კოლორექტალური, ფილტვისა და მკერდის.

ტესტი ჯერჯერობით ფართო გამოყენებისთვის მზად არა არის და მისი ეეფქტურობის დასადასტურებლად უფრო მასშტაბური კვლევა ჩატარდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG