ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია


ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინელი კოლეგა თეთრ სახლში მიიწვია. ქვეყნისადმი მხარდაჭერის დასაფიქსირებლად, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ივლისშია დაპატიჟებული.

ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს ტელეფონით 7 ივნისს ესაუბრნენ. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაიდენმა უკრაინელი კოლეგა სწორედ ამ საუბრისას მოიწვია. ორ ლიდერს შორის ეს უკვე მეორე საუბარი იყო მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ის ვიზიტს და ორ ქვეყანას შორის "სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოებას" ელის.


ზელენსკი ბოლო ორი წლის განმავლობაში ოვალურ კაბინეტში მიწვევას აქამდე უშედეგოდ ელოდა. "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ოფიციალური ვიზიტი შესაძლოა 43 წლის კომიკოსი პრეზიდენტისთვის, რომლის რეიტინგებიც ბოლო დროს იკლებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს. ამასთან, ეს იქნება რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება.

"მას ეს სურს როგრც პატივისცემის ნიშანი, მაგრამ ასევე [სურს მიიღოს] ამ ვიზიტის პოლიტიკური ღირებულება უკრაინაში. ვაშინგტონში ვიზიტი მის იმიჯს გააუმჯობესებს", - ამბობს ჰერბსტი, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბარი, რომელიც დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, ევროპაში პრეზიდენტ ბაიდენის პირველ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. 16 ივნისს კი ბაიდენი ვლადიმირ პუტინს ხვდება ჟენევაში. კიევში უკმაყოფილება და იმედგაცრუება საჯაროდ გამოხატეს იმის გამო, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგას პირადად უკრაინელ კოლეგაზე ადრე შეხვდება.


ამასთან უკრაინაში წუხან, რომ შეერთებული შტატები აღარ ცდილობს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შეჩერებას. მილსადენის, რომელმაც რუსული გაზი ევროპას უკრიანის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს. მეორე მხრივ, კი ვაშინგტონშიც გამოითქმის უკმაყოფილება უკრაინაში რეფორმების პროცესის შენელებასა და უდიდეს ენერგო-კომპანია "ნაფტოგაზის” კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით. უკრაინა 14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტზე მიწვეული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG