ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას ოპტიმისტურად უყურებს


ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სავარაუდოდ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე სასაუბროდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. მან განაცხადა, რომ ყველა მხარე ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების დადების “ფინიშის ხაზზეა”.

ზელენსკის პუტინთან შეხვედრა მას შემდეგ სურს, რაც დონბასის კონფლიქტში დაპირისპირება გამწვავდა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში რუსული ჯარების მობილიზაცია გაიზარდა.

რუსეთმა ჯარების უკანდახევა გასულ კვირაში დაიწყო. თავდაპირველად კრემლი თავს იკავებდა ზელენსკის წინადადებაზე დათანხმებისგან. მოგვიანებით, პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკის მოსკოვში შეხვდება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის და სად შედგება ორი ლიდერის შეხვედრა.

XS
SM
MD
LG