ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქმენეთის პრეზიდენტის შვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს


თურქმენეთში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ეტაპის დაწყებიდან რამდენიმე საათში, თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შვილი, საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს.

40 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვის კანდიდატურის ნომინაციის გადაწყვეტილება, 14 თებერვალს, თურქმენეთის მმართველი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მას შემდეგ მოხდა, რაც შუა აზიის ამ მკაცრად კონტროლირებულ ქვეყანაში, საარჩევნო უწყების ოფიციალურმა პირებმა სამი რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიიდან ნომინაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

სამი დღით ადრე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავტორიტარმა მმართველმა, 64 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა მიანიშნა, რომ გადადგომას გეგმავს.

ენერგო-რესურსებით მდიდარ და უკიდურესად იზოლირებულ ქვეყანაში კიდევ ორი რეგისტრირებული პარტიაა: თურქმენეთის აგრარული პარტია და თურქმენეთის მრეწველთა პარტია. ისინი მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური არიან და მხარს უჭერენ ბერდიმუჰამედოვს, რომელიც თურქმენეთს, სადაც ნამდვილი ოპოზიციური პარტიები არ არსებობს, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პოლიტიკურ სცენაზე გასულ წელს, პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობით გამოჩნდა, ეს ერთ-ერთი ოფიციალური თანამდებობაა, რომელიც მას აქვს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს წევრიცაა.

XS
SM
MD
LG