ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუნებრივშ აირის თურქმენეთიდან პირდაპირ ევროპაში მიწოდების გეგმა კვლავ ძალაში რჩება


აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ჯორჯ კროლი აცხადებს, რომ კასპიის ზღვის გაზსადენის შეთავაზებული გეგმის განხორციელება, რომელიც ბუნებრივ აირს თურქმენეთიდან პირდაპირ ევროპაში მიაწოდებს კვლავ ძალაში რჩება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს განცხადება გუშინ თურქმენეთში ვიზიტისას გააკეთა.

თურქმენეთი, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია ბუნებრივი აირისა, ახლახანს დათანხმა ახალი გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც თურქმენეთიდან რუსეთსა და ჩინეთზე გავა. თურქმენეთი ჯერ-ჯერობით არ დათანხმებულაა დასავლეთის შეთავაზებაზე-კერძოდ ტრანს-კასპიის გაზსადენის გაყვანაზე, რომელიც ბუნებრივ აირს თურქმენეთიდან პირდაპირ ევრობაში მიაწოდებს რუსეთის გვერდის ავლით.

აშხაბადში ჯორჯ კროლი თურქმენეთის პრეზიდენტს ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ბუნებრივი აირის ექსპორტის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

იმის გამო რომ ამჟამად ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების კონტროლი რუსეთის ხელშია, აშშ-მა და ევროსაბჭომ ახალი ტრანს-კასპიური გაზსადენის მშენებლობის ინიციატივა წამოიწყეს.


XS
SM
MD
LG