ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორგანიზაცია " ფრიდომ ჰაუსმა " ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა


პრესისა და ადამიანის უფლებების დაცვის ცნობილი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუზი აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს მსოფლიოში პრესის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ფრიდომ ჰაუზი აზიიის ქვეყნებში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში შექმნილ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს.

პოლიტიკური არეულობის შედეგად შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულად არის შეფასებული ტაილანდში, შრი ლანკასა და პაკისტანში.

ვენესუელაში, არგენტინასა და ბრაზილიაში კი მედიის უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა, რამეთუ იქ მთავრობამ კიდევ უფრო გაამკაცრა მას-მედიაზე კონტროლი და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა.

მსოფლიოს მასშტაბით ხუთი ქვეყანა სადაც ყველაზე სავალალო მდგომარეობაა არის ბირმა, კუბა, ლიბია, ჩრდილოეთ კორეი და თურქმენეთი.

XS
SM
MD
LG