ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად ფასდება


თავდასხმა, რომლის დროსაც მამაკაცმა 29 მაისს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სამი ადამიანი მოკლა და ოთხი დაჭრა, ბელგიის პროკურატურამ ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

ბენჯამინ ჰერმანმა ორი ქალი პოლიციელი ჯერ დანით ზურგში დაჭრა და შემდეგ მათ იარაღი წაართვა და ორივე მოკლა. ჰერმანმა ერთ მამაკაციც მოკლა, რომელიც გამვლელი მანქანის მგზავრი იყო. მან მძევლად ერთი ქალი აიყვანა, რის შემდეგაც პოლიციამ ის სასიკვდილოდ დაჭრა.

წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც გამოძიება აქვეყნებს, ჰერმანის თავდასხმა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ვიდეოებით იყო შთაგონებული.

პროკურორის განცხადებით, თავდასხმამდე ჰერმანი “ალაჰ აკბარს” იძახდა, რაც არაბულ ენაზე “ღმერთი დიადიას” ნიშნვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG