ბელგიაში დღეს პირველი პროცესი დაიწყო, რომელზეც პარიზის ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სალა აბდესლამი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ბრიუსელის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.
სასამართლოში მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, 28 წლის აბდესლამი სასამართლო დარბაზში ბორკილების გარეშე თეთრ ტანისამოსში ჩაცმული მიიყვანეს. მას შავებში შემოსილი კაპიუშონიანი დაცვა ჰყავდა გარშემორტყმული. ის მოსამართლის მოთხოვნაზე, ფეხზე წამომდგარიყო და საკუთარი სახელი ეთქვა მან უსიტყვოდ ჯდომა გააგრძელა.
ოთხ დღიანი სასამართლო პროცესი 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა, ყურადღებას არ გაამახვილებს.პროცესი აბდესლამის მიერ პოლიციასთან შეიარაღებული დაპირისპირების საქმეს განიხილავს.
Facebook Forum