ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაქცინას ჭირდება ბევრი დრო... მანამდეც არ ვართ უძლურები," მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია


t least a year until COVID-19 vaccine, says WHO executive director

კორონავირუსით მსოფლიოში 350 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული და ის 167 ქვეყანაშია გავრცელებული. ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, ებრაელი და ჩინელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შესაქმნელად, თუმცა არსებობს წესები და ვადები, რომელიც ვერ დაირღვევა. ამის შესახებ განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა გააკეთა.

ის ამბობს, რომ ვაქცინის შემუშავებას, დატესტვას და მისი დიდი რაოდენობით გამოშვებას, დაახლოებით, ერთი წელი სჭირდება თუმცა არსებობს გზები რომ ვირუსისგან ადამიანების განკურნება მოხდეს.

"უნდა ვიყოთ რეალისტები. ვაქცინას სჭირდება დიდი დრო, ტესტირებები, უნდა დადასტურდეს, რომ არის უსაფრთხო და არის ეფექტური ყველასთვის. ამის შემდეგ კი გვჭირდება ვაქცინების დიდი რაოდენობა ყველასთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით ერთ წელზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა არ შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ადამიანებს და ვუმკურნალოთ მათ. არა ჩვენ შეგვიძლია ახლაც გადავარჩინოთ ათასობით ადამიანი."

ოფიციალური მონაცემებით დადგენილია, რომ ახალი კოროანვირუსის რისკ ჯგუფში ახალგაზრდები და ბავშვები არ არიან და ძირითადად ლეტალურ შედეგი მოხუცებში დგება, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან.

"არ არის მართალი რომ ახალგაზრდები არ ინფიცირდებიან. მეტიც ისინი ინფიცირდებიან და არა მარტო ახალგაზრდები ასევე ბავშვები, მაგრამ ისინი არ არიან რისკ ჯგუფში. ჩვენი დაკვირვებებით უმრავლესობა მათგანი გამოჯანმრთელდა. მაგრამ სამწუხაროდ, არის ცუდი სიახლეებიც, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მაგალითად იტალიაში სამიდან ორი არის 70 წელს ქვემოთ. ციფრებით დგინდება რომ 12% დაინფიცირებულების იტალიაში არის 50 წლამდე ადამიანი," ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

ორგანიზაცია ყველა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღონ მკაცრი ზომები და შეამცირონ ადამიანების კონტაქტი, რათა არ მოხდეს დამატებითი გართულებები.

"თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ მძლავრ ზომებს რომელიც შეამცირებს გავრცელებას მივიღებთ ცუდ შედეგებს. ამიტომ უნდა მივიღოთ მაქსიმალური ზომები და შევზღუდოთ ადამიანების კონტაქტი ერთმანეთთან. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა ჩავრთოთ და გამოვიკვლიოთ ინფიცირებულის ყველა შესაძლო კონტაქტი სხვა ადამიანთან და ჩავუტაროთ მათ ტესტირება. არ არის საჭირო ყველა ადამიანს ჩაუტარდეს ტესტი, ყურადღება უნდა გამახვილდეს, მათზე ვისზეც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა იყოს დაინფიცირებული,"- ამბობს მაიკ რაიანი.

ვრცელი ინტერვიუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტელეკომპანია BBC-ის მისცა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG