ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

162 000 ადამიანი საკარანტინო ზონაში - ბოლო მონაცემები საქართველოდან


ბოლნისის და მარნეულის შესასვლელები სამართალდამცავების მიერ კონტროლდება, ადგილზე იმყოფებიან სამხედროებიც და აშენებულია საველე საავადმყოფოც.

ოფიციალური ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში იმყოფება 162 000 ადამიანი. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მარნეულსა და ბოლნისში ხვალ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მარნეულის მინიციპალიტეტში არიან ჩაწერილები.

ასევე საქართველოს მთავრობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებს კრძალავს, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან, მაგალითად, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები. იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით.

შეზღუდვა არ ეხება - სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრასმათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

მთავრობის 181-ე დადგენილების მიხედვით, საქართველოში კიდევ ერთხელ გადაიდო სასწავლო პროცესი, ამჯერად 21 აპრილამდე. გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა. ასევე აკრძალულია ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიებები.

კორონავირუსის პარალელურად გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2389 ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54, მათგან 8 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში განაგრძობს ყოფნას 3 320 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 235 ადამიანი. დაინფიცირებულთა შორის არიან ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე. საუბარია ასაკოვან ადამიანებზე. რაც შეეხებათ ბავშვებს მათი მდგომარეობა სტაბილურია და ექვემდებარებიან მკურნალობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG