ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი კორონავირუსთან ბრძოლაში არმიასაც ჩართავს


ბრიტანეთის მთავრობამ საავადმყოფოებისთვის დამცავი აღჭურვილობის მიტანა სამხედროებს დაავალა, ხალხი კი გააფრთხილა, რომ დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ სოციალური დისტანცირების წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში მთვარობა უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ ჯარისკაცები ექიმებს მოამარაგებენ ყველა საჭირო აღჭურვილობით, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ პაციენტების მკურნალობა. მათ შორისაა, პირბადეებიც, რომელთა ნაკლებობაზეც ექიმები, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბრიტანეთშიც არიან შეშფოთებული.

დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში 281 ადამიანია გარდაცვლილი კორონავირუსით. ბოლო რამდენიმე დღეა ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად მკაცრი ზომების გატარება დაიწყო.

"ეს არის ომი ვირუსის წინააღმდეგ და არმია წარმოუდგენლად გვეხმარებოდა ლოჯისტიკაში, რათა დამცავი საშუალებები მიგვეწოდებინა მათთვის, ვინც ახლა ომის წინა ხაზზეა," თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ბრიტანეთის მედიასთან საუბარში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG