ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს


აშშ 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს

დღეს ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 10 წლის თავს აღნიშნავენ. თავდასხმების შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ნიუ იორკში თავდასხმების ადგილზე ახლახან დასრულებულ მემორიალს ეწვივნენ.

დილის 8:46 წუთზე ნიუ იოკრში წუთიერი დუმილით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ შენობაზე პირველი თვითმფრინავის დაჯახება აღნიშნეს, 9:03 წუთზე კი სამხრეთ შენობაზე მეორე თვითმფრინავის.

წუთიერი დუმილის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ ბიბლიდან ერთ-ერთი ფსალმუნის ნაწილი წაიკითხა და ხალხს გაერთიანებისკენ და ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში განაცხადა:

„10 წლის წინ, რიგითმა ამერიკელებმა არნახული სიმამამცე გამოიჩინეს. ისინი ცეცხლმოდებულ შენობებში კიბეებზე არბოდნენ დაშავებულების დასახმარებლად, პილოტის კაბინაში შერბოდნენ ვაშინგტონის დასაცავად. მათი სახელები მუდამ ჩვენთან დარჩება.“

დღეს მთელი ამერიკის მასშტაბით ღონისძიებებია დაგეგმილი და შესაბამისად უსაფრთხოების ზომებიც გამკაცრებულია. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება ინფორმაციისა, რომლის თანახმადაც, დღეს ამერიკაში ტერორისტული თავდასხმა უნდა მოხდეს.

ნიუ იორკსა და ვაშინგტონში პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მომატებული რაოდენობა შეინიშნება.

XS
SM
MD
LG