ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში 11 სექტემბრის ეროვნული მემორიალი გაიხსნა


ნიუ იორკში 11 სექტემბრის ეროვნული მემორიალი გაიხსნა

მემორიალი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტებიდან 10 წლის შემდეგ გაიხსნა. მის სტუმრებს დღეს პირველად მიეცემათ საშუალება დაათვალიერონ ბრინჯაოს ფირფიტებით გარშემორტყმული ორი აუზი, რომლებზეც 2001 და 1993 წლებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე განხორციელებული ტერორისტული აქტების დროს დაღუპული ადამიანების სახელებია ამოტვიფრული.

შავი გრანიტით გაკეთებული კუბის ფორმის ორი აუზი იქ მდებარეობს, სადაც სავაჭრო ცენტრის შენობები იდგა. თითოეული აუზის ფართი ნახევარი ჰექტარია. მემორიალი ჩრდილოეთ ამერიკაში უდიდესი ხელოვნური ჩანჩქერია.

XS
SM
MD
LG