ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბერი - მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა


11 სექტემბერი - მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა
11 სექტემბერი - მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა

სულ რამოდენიმე დღეში აშშ მისი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს. 11 სექტემბრის ტრაღიკულმა მოვლენამ, არა მარტო აშშ, არამედ მთელი მსოფლი შესძრა. როგორ ეხმაურება საქართველო ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს? ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ვასილ კაჭარავა საუბრობს.

-„11 სექტემბრის მოვლენა უდიდესი მოვლენაა არა მარტო ამერიკის ისტორიაში, არამედ მსოფლო ისტორიაში. 10 წელი გავიდა ამ ტრაღიკულ მოვლენის შემდეგ და თითქოს ტერორიზმის ეს პრობლემა შემცირდა, მაგრამ ეს საფრთხე კვლაც არსებობს. ბუნებრივია 11 სექტემბრის ტრაგედიას ჩვენც, საქართველოშიც ისევე განვიცდიდით, როგორც მთელს მსოლიოში. წმინდა ჰუმანიტარული მოვლენის გარდა ეს იყო თავდასხმა ჩვენს მოკავშირეზე, ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე და ამიტომ მთელი ქართული საზოგადოება ამას აღიქვამს როგორც დიდ ტრაგედისა და ძალიან მნიშვნელოვან ტრაღიკულ მოვლენას.

ბატონმა ვასილ კაჭარავამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აღნიშნავენ ამ თარიღს საქართველოში:

-„მოგეხსენებათ, რომ ეს თარიღი საქართველოში აღინიშნება ყოველ წელს, იქნება ეს საზოგადოებრივი ორგანზაციები, აკადემიური ორგანიზაციები თუ სამთავრობო სტრუქტურება. საქართველოში ყველას ძალიან კარგად ახსოვს ამ ტრაღიკული დღის მნიშვნელობაც და მისი გავლენაც საერთაშორისო პოლიტიკაზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზეც. ჩვენის მხრივ, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში ვგეგმავთ სპეციალური შეხვედრა-სემინარი დავუთმოთ ამ მოვლენას სწავლის დაწყებისთანავე. აღსანიშნავია ასევე, რომ ამ მოვლენაზე იწერება უამრავი სტატიები, ნაშრომები არამარტო ჩვენს უნივერსიტეტში, არამედ სხვა უნივერსიტეტებშიც, სადაც ამერიკის შესწავლის საკითხები განიხილება და ძალიან დიდია ინტერესი, როგორც სტუდენტებისა, ასევე მეცნიერების. „

ბატონი ვასილი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ტერორიზმის აღმოფხვრის ძალისხმევაში წამყვან როლს აშშ თამაშობს:

-„როგორც უკვე ავღნიშნე ეს არის ძალინ ტრაღიკული და მნიშვნელოვანი თარიღი, მაგრამ ამ თარიღის აღნიშვნა გვაძლევს იმედს, რომ ტერორიზმის ეს პრობლემა ნელ-ნელა აღმოიფხვრება და ეს პრობლემა გადაწყდება დადებითად არა მარტო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ტერორიზმის მსხვერპლნი არიან, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ტერორიზმი იბადება და ისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერორიზმის აღმოფხვრის ძალისხმევაში მოგეხსენებათ, რომ აშშ წამყვან როლს თამაშობს. ასე რომ იმედია მსგავსი რამ აღარ განმეორდება კაცობრიობის ისტორიაში.“

XS
SM
MD
LG