ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება


საქართველო 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება

როგორ ეხმაურება საქართველო 11 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენებს? ამ თემაზე დღეს ჩვენი რესპონდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი საუბრობს.

-" 11 სექტემბერი არა მარტო ამერიკელებისათვის არის დაუვიწყარი დღე, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, იმდენად რამდენადაც ეს ტრაგედია იყო ძალიან დიდი მასშტაბის. ეს ტრაგედია განიცადა ყველამ ისევე როგორც ეს განიცადეს ამერიკელებმა, რადგანაც ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა იმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც მიუღებელია ტერორიზმი, ადამინების სიცოცხლის ხელყოფა და ბოროტმოქმედება, რაც 11 სექტემბერს იქნა ჩადენილი. ამიტომ ეს დღე დარჩება დაუვიწყარ დღედ ისტორიაში. 11 სექტემბერმა პრაქტიკულად შეცვალა მთელს მსოფლიოში დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხების მიმართ, გაჩნდა დაიწყო მართლაც შეურიგებელი ბრძოლა ტერორიზმის მიმართ და ამ დღემ შემდგომში დასაბამი დაუდო მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ თუ პოლიტიკურ ჩანაფიქრს, რაც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა ან განხორციელების სტადიაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველომაც შეიტანა ტერორიზმთან ბრძოლის სამეში საკმაოდ დიდი წვლილი. წლების განმავლობაში საქართველო იყო კარგი პარტნიორი, როგორც აშშ-სი ასევე ჩრდილოატლანტიკური ალეანსის და ყველა იმ ქვეყნის, ვისი მთავარი ამოცანაც არის მშვიდობის შენარჩუნება. ყველა მთელი ცივილიზებული და გონიერი მსოფლიო, საზოგადოება და კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ 11 სექტემბრის მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს."

XS
SM
MD
LG